„საქსტატმა“ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ინტერაქტიული პორტალი შექმნა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი სტატისტიკური პროდუქტის - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (Foreign Direct Investments - FDI) პორტალის პრეზენტაცია გამართა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში“ შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ მიმართა. უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პორტალი წარმოადგენს თვისობრივად ახალ მიმართულებას, უცხოური ინვესტიციების მონაცემთა ვიზუალიზაციისა და გავრცელების კუთხით.

„ახალი პორტალი მონაცემთა გავრცელების ერთ-ერთ მნიშვნელოვან, ინტერაქტიულ პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლებს სთავაზობს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებულ მაჩვენებლებს სხვადასხვა ჭრილში.

FDI-ის ახალი პორტალის მეშვეობით, მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, სურვილისა და საჭიროების შესაბამისად, მოახდინონ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემთა გენერირება ქვეყანა-სექტორის ან სექტორი-ქვეყნის ჭრილში, შეადარონ ორი საანგარიშო პერიოდის FDI ძირითადი ქვეყნების, სექტორების და კომპონენტების მიხედვით და ა.შ.

პორტალზე განთავსებულია მსოფლიოს ინტერაქტიული რუკა, რომელზეც წარმოდგენილია მონაცემები საქართველოს პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების მიხედვით, რაც წარმოადგენს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ანალიზის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას. აქვე განთავსებულია მონაცემთა აღრიცხვისას გამოყენებული კლასიფიკაციები, მაჩვენებელთა გაანგარიშების მეთოდოლოგია, მათ შორის ვიდეორგოლი სურდო თარჯიმნის გახმოვანებით და მეტამონაცემები.

ახალი პროდუქტი საქსტატის ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია დღეიდან, ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, მასზე არსებულ მონაცემთა განახლება განხორციელდება ყოველკვარტალურად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემების გავრცელების პარალელურად.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პორტალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://fdi.geostat.ge/?lang=ka“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - დასავლური კურსი დეკლარირებული გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს გასაცემი პასუხი კითხვაზე - რატომ ამბობს საქართველო უარს დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
ქართული ციფრული ბანკების გლობალური აღიარება
ვოლტი ზუგდიდშია