დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ადამიანებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უკრაინაში ქვეყნის შეჭრას, არ აქვთ უფლება რუსეთში მოაწყონ საპროტესტო აქციები წინასწარი ნებართვის გარეშე

რუსეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ადამიანებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უკრაინაში ქვეყნის შეჭრას, „არ აქვთ უფლება მოაწყონ საპროტესტო აქციები წინასწარი ნებართვის გარეშე”. ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„კანონის მიხედვით, შესაბამისი პროცედურების დაცვით, ამ მოქალაქეებს არ აქვთ უფლება მოაწყონ საპროტესტო აქციები თავიანთი აზრის გამოხატვის მიზნით“, - განაცხადა პესკოვმა.

CNN-ის ინფორმაციით, რუსეთში 40 ქალაქში გამართულ საპროტესტო აქციებზე 700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, დიდი დემონსტრაციებისთვის საჭიროა მომიტინგეებმა მიმართონ ნებართვით შესაბამის უწყებას. ნებართვის წარდგენა უნდა მოხდეს ღონისძიებამდე არაუმეტეს 15, მაგრამ არანაკლებ 10 დღით ადრე. მძიმე ჯარიმები და ზოგიერთ შემთხვევაში პატიმრობაც კი შეიძლება დაწესდეს მათ წინააღმდეგ, ვინც პროტესტს ნებართვის გარეშე გამოხატავს.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა