ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიის პრემიერზე - შემდეგში შევეცდები ომის გრაფიკი შევცვალო, რომ მარიო დრაგის დროულად დაველაპარაკო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიის პრემიერ-მინისტრის, მარიო დრაგის მიერ გამოხატულ უკმაყოფილებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის პრეზიდენტთან შეთანხმებულ დროს სატელეფონო კომუნიკაცია ვერ მოახერხა.

„დღეს 10:30 საათზე ჩერნიგოვის, გოსტომელისა და მელიტოპოლის მისადგომებთან მძიმე ბრძოლა მიმდინარეობდა. ადამიანები იღუპებოდნენ. შემდეგში შევეცდები ომის გრაფიკი შევცვალო, რომ მარიო დრაგის დროულად დაველაპარაკო. უკრაინა ამასობაში აგრძელებს ბრძოლას თავისი ხალხისთვის,“- განაცხადა ზელენსკიმ „ტვიტერის“ გვერდზე.

ცნობისთვის, იტალიის პრემიერ-მინისტრმა უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტ ზელენსკისთან დღეს დილით მორიგი სატელეფონო მოლაპარაკების გამართვაზე შეთანხმდნენ, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკი კონტაქტზე არ გავიდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა