იენს სტოლტენბერგი - ჩვენი კოლექტიური პასუხი უნდა იყოს მეტი მხარდაჭერა ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა და ბოსნია და ჰერცეგოვინა

ჩვენი კოლექტიური პასუხი უნდა იყოს მეტი მხარდაჭერა ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა და ბოსნია და ჰერცეგოვინა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, "კრემლს სურს, რომ ნატომ და ევროკავშირმა პარტნიორებს ნაკლები მხარდაჭერა გაუწიონ".

„ჩვენი კოლექტიური პასუხი უნდა იყოს მეტი მხარდაჭერა ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა და ბოსნია და ჰერცეგოვინა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ დემოკრატიული რეფორმების წარმატებით გატარებაში და იმ გზის გაგრძელებაში, რომელიც მათ ნებაყოფლობით აირჩიეს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა