ედგარს რინკევიჩსი - ევროკავშირის საბჭომ  ვლადიმერ პუტინისა და სერგეი ლავროვის წინააღმდეგ სანქციების მეორე პაკეტს მხარი დაუჭირა

ევროკავშირის საერთაშორისო საქმეთა საბჭომ სანქციების მეორე პაკეტი დაამტკიცა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისადმი შემზღუდავ ზომებს მოიცავს.

ამის შესახებ „ტვიტერის“ პირად გვერდზე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა დაწერა.

„საერთაშორისო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის საბჭომ ახლახანს დაუჭირა მხარი სანქციების მეორე პაკეტს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და საგარეო საქმეტა მინისტრის სერგეი ლავროვის წინააღმდეგ. მზადდება მესამე პაკეტი“ , - წერს რინკევიჩსი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვს ევროკავშირის სანქციებზე რეაგირება ექნება.

„სანქციებს ვუპასუხებთ ისე, როგორც ყოველთვის ვპასუხობდით. ყველაფერს დანარჩენს ისე გავაკეთებთ, როგორც ჩვენ გვაწყობს. თავის მართლებას და ანგარიშის ჩაბარებას არ მივიჩნევთ საჭიროდ“ , - განაცხდა ზახაროვამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო