იენს სტოლტენბერგი უკრაინასა და რუსეთს შორის პოტენციურ მოლაპარაკებებზე - ეს უკრაინის მთავრობისა და პრეზიდენტ ზელენსკის გადასაწყვეტია

ის, რაც ახლა ხდება, არის უკრაინაში სრული შეჭრის განხორციელება, ისინი მიიწევენ კიევისკენ და მათი გაცხადებული მიზანი არის უკრაინის მთავრობის შეცვლა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მან პატივისცემა გამოხატა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმართ.

„სიტუაცია ძალიან არაპროგნოზირებადია. პატივისცემას გამოვხატავ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმართ, რომლებიც ნამდვილად ამტკიცებენ თავიანთ სიმამაცესა და გამბედაობას ბევრად უფრო დიდი რუსული დამპყრობლური ძალის წინააღმდეგ ბრძოლითა და წინააღმდეგობის გაწევით“,- აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგი რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო მოლაპარაკებებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს უკრაინის მთავრობისა და პრეზიდენტ ზელენსკის გადასაწყვეტია.

„რაც შეეხება პოტენციურ მოლაპარაკებებს უკრაინის მთავრობას, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისა და რუსეთს შორის, ჩემი მთავარი გზავნილი არის, რომ ეს არის უკრაინის მთავრობისა და პრეზიდენტ ზელენსკის გადასაწყვეტი. ის, რისი ხილვაც ჩვენ გვსურს, არის, რომ რუსეთმა შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმა, გაიყვანოს ჯარები და შეწყვიტოს ყველანაირი თავდასხმა უკრაინაზე. ეს არის ყველაზე ადვილი, სწრაფი და საუკეთესო გზა მშვიდობისკენ. ასე რომ, თუ მათ სურთ მშვიდობა, მათ უნდა შეწყვიტონ თავდასხმა უკრაინაზე და ჩვენ რუსეთს სწორედ ამისკენ მოვუწოდებთ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს