ევროკავშირმა სანქციების სიაში ვლადიმერ პუტინი და მინისტრი სერგეი ლავროვი დაამატა

ევროკავშირმა სანქციების სიაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დაამატა, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ეს არის დისკუსიის საბოლოო შედეგი, რომელიც გუშინ ევროპულ საბჭოზე არ დასრულდა და დღეს გადაწყდა ელჩებისა და მინისტრების მიერ“, - განაცხადა ბორელმა.

”ამიტომ, პრეზიდენტი პუტინი და საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი არიან სანქცირებული პირების სიაში, დუმის დარჩენილ წევრებთან ერთად, რომლებიც მხარს უჭერენ ამ აგრესიას”, - დასძინა მან.

ბორელმა თქვა, რომ ერთადერთი მსოფლიო ლიდერები, რომლებსაც ევროკავშირმა სანქციები დაუწესა, არიან სირიის პრეზიდენტი ასადი და ბელორუსიის პრეზიდენტი ლუკაშენკო.

„ ნება მომეცით აღვნიშნო, რომ მსოფლიოში ერთადერთი ლიდერები, რომლებიც ევროკავშირის მიერ არიან სანქცირებული, არიან ასადი სირიიდან, ლუკაშენკო ბელარუსიდან და, ახლა, პუტინი რუსეთიდან“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა