იენს სტოლტენბერგი - ჩვენ ვანთავსებთ სწრაფი რეაგირების დანაყოფებს ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში პოზიციის კიდევ უფრო გასაძლიერებლად და გაუთვალისწინებელ შემთხვევაზე სწრაფი რეაგირებისთვის

ჩვენ ვანთავსებთ სწრაფი რეაგირების დანაყოფებს ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში ჩვენი პოზიციის კიდევ უფრო გასაძლიერებლად და ნებისმიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევაზე სწრაფი რეაგირებისთვის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატოს სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„რუსეთის მიერ ბოლო თვეების განმავლობაში მასიური სამხედრო მობილიზების საპასუხოდ, ჩვენ უკვე გავაძლიერეთ ჩვენი შეკავება და თავდაცვა.

გუშინ ნატოს მოკავშირეებმა ჩვენი თავდაცვის გეგმები გაააქტიურეს და შედეგად, ჩვენ ვანთავსებთ სწრაფი რეაგირების დანაყოფებს ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში ჩვენი პოზიციის კიდევ უფრო გასაძლიერებლად და ნებისმიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევაზე სწრაფი რეაგირებისთვის.

შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და ევროპელმა მოკავშირეებმა განათავსეს ათასობით დამატებითი ჯარისკაცი ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში.

ჩვენ სრულ მზადყოფნაში გვყავს 100-ზე მეტი თვითმფრინავი, რომელიც ამჟამად ოპერირებს 30-ზე მეტ სხვადასხვა ლოკაციაზე. ასევე მობილიზებული გვყავს 120 გემი უკიდურესი ჩრდილოეთიდან ხმელთაშუაზღვისპირეთამდე , მათ შორის საზღვაო ავიამზიდის სამი დამრტყმელი ჯგუფი.

არ უნდა არსებობდეს სივრცე არასწორი გათვლებისა და გაუგებრობებისთვის. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც იქნება საჭირო ჩვენი მოკავშირეებისა და ნატო-ს ტერიტორიის თითოეული ინჩის დასაცავად.

დღეს ლიდერებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. კრემლს სურს, რომ ნატომ და ევროკავშირმა ჩვენს პარტნიორებს ნაკლები მხარდაჭერა გავუწიოთ. ჩვენი კოლექტიური პასუხი უნდა იყოს მეტი მხარდაჭერა ისეთი ქვეყნებისთვის როგორიცაა საქართველო, მოლდოვა და ბოსნია და ჰერცოგოვინა", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა