იენს სტოლტენბერგი - ნატოს წევრები უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გადაცემის შესაძლებლობას განიხილავენ

ნატოს წევრები უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გადაცემის შესაძლებლობას განიხილავენ.ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭოს საგანგებო ვირტუალური სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც წევრი ქვეყნების მთავრობის მეთაურთა დონეზე გაიმართა.

„ნატოს წევრი ქვეყნები განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას. და მართლაც, ნატოს დღევანდელ სამიტზე ევროკავშირის, ფინეთისა და შვედეთის მონაწილეობით, წევრმა ქვეყნებმა დააანონსეს, ასევე სხვა მოკავშირეებს მიაწოდეს ინფორმაცია იარაღის, დახმარების სახეობაზე, რომელთა გარკვეული ნაწილი ასევე მოიცავს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ნატოს მოკავშირეები განაგრძობენ უკრაინელი სამხედროების მხარდაჭერას, მათ შორის უკრაინისთვის სხვადასხვა სახის დანადგარების მიწოდებით.

გენმდივნის თქმით, ძალიან ცვალებად და მძიმე სიტუაციაში ძნელია წინასწარ თქმა, როგორი შესაძლებლობები იქნება მომავალში, მაგრამ ნატოს მოკავშირეები მოწოდებულნი არიან დახმარების აღმოსაჩენად.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა