უკრაინის ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოსთვის მასალების შეგროვება დაიწყო

უკრაინის ეკონომიკის სამინისტრომ წამყვან ექსპერტებთან ერთად დაიწყო ყველა ეკონომიკური დანაკარგისა ფიქსაციისა და შეფასების პროცესი, რომელიც რუსეთის თავდასხმის შედეგად მიადგა.

ამის შესახებ სააგენტო „უნიანი“ ეკონომიკის მინისტრის იულია სვირიდენკოს „ფეისბუქ-პოსტზე“ დაყრდნობით იუწყება.

„ვიდრე ჩვენი შეიარაღებული ძალები გმირულად იგერიებენ მტრის შეტევას მთელ ქვეყანაში, ჩვენ უკვე ვმუშაობთ ორ სტრატეგიულ ნაბიჯზე უკრაინის ეკონომიკის მხარდასაჭერად“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, უკრაინა მიმართავს საერთაშორისო პარტნიორებს ფინანსური მხარდაჭერისთვის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად.

„ამიტომ, უკვე ახლა, საერთაშორისო ექსპერტები მოვიწვიეთ მიმდინარე დანაკარგების ანალიზისთვის. ასეთი სამუშაოების მეორე მიზეზია ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთვის მიმართვა რუსეთის სამართლიანად დასასჯელად თავისი სამხედრო დანაშაულებისთვის. თუკი ოკუპანტი ფიქრობს, რომ ასე ადვილად შეუძლია მოვიდეს და ადამიანები დახოცოს, დაანგრიოს ყველაფერი და ამისთვის პასუხი არ აგოს, საშინლად ცდება. გარდა საშინელი ფასისა გაუვნებელყოფილი ტექნიკისთვის და ცოცხალი ძალისთვის, მოუწევთ ფასის გადახდა აფეთქებული ხიდებისთვის, გაპარტახებული გზებისთვის და დაბომბილი აეროპორტებისთვის, ასევე უკრაინელთა დანგრეული სახლებისთვის“ , - განაცხადა მინისტრმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა უნდა გადაიხადოს კომპენსაცია ყველა ნგრევისა და მკვლელობისთვის, რომელიც თავად ჩაიდინა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო