ბორის ჯონსონი - დიდი ბრიტანეთი პუტინისა და ლავროვის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს

ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს.

ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გაერთიანებული სამეფოს სანქციების სიის მიხედვით, მათ ემუქრებათ აქტივების გაყინვა - ღონისძიება, რომელიც ასევე დაწესებულია ევროკავშირის მიერ. თუმცა მათ მოგზაურობაზე შეზღუდვა არ ექნებათ.

ჯონსონის თქმით, მსოფლიომ უნდა უზრუნველყოს, რომ პუტინის "აგრესიის აქტი“ ჩაიშალოს.

ვირტუალურ შეხვედრაზე ნატოს სამხედრო ალიანსის ლიდერებთან საუბრისას, ჯონსონმა აღნიშნა, რომ "კატასტროფა იპყრობდა უკრაინას" და პუტინი ჩართული იყო მისიაში "ცივი ომის შემდგომი წესრიგის დასამხობად".

პრემიერ-მინისტრმა გააფრთხილა მოკავშირეები, რომ რუსეთის პრეზიდენტის ამბიციები შესაძლოა არ შეჩერდეს უკრაინაზე და დასძინა, რომ „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“ ნატო ახლა გაძლიერდეს „ევროატლანტიკური კრიზისის გლობალური შედეგების“ საპასუხოდ.

მინისტრის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი მზად არის, ნატოს ნებისმიერი თხოვნით სამხედრო მხარდაჭერის შემდგომი ნაბიჯებისთვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო