BBC - ზედიზედ მეორე ღამეა, ათასობით ქართველი გამოვიდა დედაქალაქ თბილისში, რათა გააპროტესტოს რუსეთის შეჭრა უკრაინაში

ზედიზედ მეორე ღამეა, ათასობით ქართველი გამოვიდა დედაქალაქ თბილისში, რათა გააპროტესტოს რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ამის შესახებ სტატიას BBC-ი აქვეყნებს.

როგორც BCC-ი წერს, რუსეთი საქართველოში 2008 წელს შეიჭრა პრორუსული სეპარატისტული ძალების დასახმარებლად. ექსპერტებმა ბევრი პარალელი გაავლეს ამ კონფლიქტსა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს შორის.

მედია წერს, რომ თბილისში 30 000-მდე ადამიანი იყო შეკრებილი.

"ზოგიერთი მათგანი გამოდიოდა ლოზუნგებით საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ, მას შემდეგ რაც მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ არ შეუერთდება დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ".

BBC-ის ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღეს გაკეთებული განცხადებიდან ციტირებს:

„მსურს მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადო, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველო არ გეგმავს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში მონაწილეობას, რადგან ეს მხოლოდ ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას დააზარალებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, წერს გამოცემა.

"აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ პრემიერის ეს ნაბიჯი უკრაინელი ხალხის მიტოვებას წარმოადგენს", - ნათქვამია სტატიაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა