ვოლოდიმირ ზელენსკი - ამ ღამეს მტერი შტურმზე წამოვა, ამ ღამეს უნდა გავუძლოთ, ღამე იქნება ძალიან მძიმე, მაგრამ გათენდება - არ შეიძლება დედაქალაქის დაკარგვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ყველაზე რთული ღამე ელით.

ამის შესახებ მან ვიდეო მიმართვისას განაცხადა.

„ამ ღამეს მტერი თავის ხელთ არსებულ ყველა ძალას გამოიყენებს, რათა ჩვენი წინააღმდეგობა გატეხოს - საზიზღრად, ხისტად და არაადამიანურად. ამ ღამეს ისინი შტურმზე წამოვლენ. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რა გველოდება. ამ ღამეს უნდა გავუძლოთ. უკრაინის ბედი სწორედ ახლა წყდება. ღამე იქნება მძიმე, ძალიან მძიმე, თუმცა გათენდება. დარტყმის ქვეშ არის ჩვენი ბევრი ქალაქი. განსაკუთრებული ყურადღება კიევს. არ შეიძლება დედაქალაქის დაკარგვა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, თითოეული სამოქალაქო პირი ფრთხილად უნდა იყოს, ხოლო ვისაც შეუძლია დახმარება, უნდა შეაჩეროს მტერი, სადაც შეუძლია.

„თუკი დამპყრობლებისთვის საბავშო ბაღებიც მისაღები სამიზნეა, მათ არავითარი შანსი არ უნდა დაუტოვოთ“ - განაცხადა ზელენსკიმ.

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა