უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი მრჩეველი პუტინთან შეხვედრაზე - ნეიტრალური სტატუსი უსაფრთხოების გარანტიების მკაფიო პაკეტით არის ვარიანტი, რომელიც შეიძლება იყოს მაგიდაზე

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის დიალოგის დროს შესაძლებელია უკრაინის ნეიტრალიტეტის სტატუსის განხილვა მოხდეს.

ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველის მიხაილ პოდოლიაკის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ეს იქნება, უპირველეს ყოვლისა, დეტალური საუბარი მშვიდობისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ნეიტრალური სტატუსი უსაფრთხოების გარანტიების მკაფიო პაკეტით არის ვარიანტი, რომელიც ასევე შეიძლება იყოს მაგიდაზე", - თქვა პოდოლიაკმა.

მანამდე პრეზიდენტის პრესსპიკერმა სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელმძღვანელობა დათანხმდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის წინადადებას მოლაპარაკებების გამართვის შესახებ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა