უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი - უკრაინის საჰაერო ძალებმა ვასილკოვის რაიონში რუსული დესანტით "ილ-76" ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ვასილკოვის რაიონში რუსული "ილ-76" დესანტებთან ერთად ჩამოაგდო. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის გვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.

"ჩვენმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს il-76 მტრის დესანტით ვასილკოვის რაიონში. ეს არის შურისძიება 2014 წლის ლუგანსკისთვის. სიკვდილი მტრებს!", - ნათქვამია განადებაში.

როგორც უკრაინული მედია წერს, ახლა ბრძოლები გრძელდება კიევის რეგიონის ქალაქ ვასილკოვში, სადაც დამპყრობლები საჰაერო ძალების დაშვებას ცდილობენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს