რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს, რომელიც გმობს მის ქმედებებს უკრაინაში, ვეტო დაადო

რუსეთმა ვეტო დაადო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს, რომელიც გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ამასთან, ჩინეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ინდოეთმა თავი შეიკავეს კენჭისყრაში მონაწილეობისგან.

გაეროში რუსეთის ელჩმა ვასილი ნებენზიამ მადლობა გადაუხადა უშიშროების საბჭოს იმ წევრებს, რომლებმაც კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს. მან დოკუმენტს „ანტირუსული“ უწოდა.

"თქვენი რეზოლუციის პროექტი სხვა არაფერია, თუ არა კიდევ ერთი სასტიკი, არაჰუმანური ნაბიჯი უკრაინულ საჭადრაკო დაფაზე", - აღნიშნა ნებენზიამ კენჭისყრის შემდეგ.

გაერო-ში აშშ-ის ელჩის, ლინდა თომას-გრინფილდის განცხადებით, რუსეთი ბოროტად იყენებს ძალაუფლებას მეზობელზე თავდასხმისთვის და საერთაშორისო სისტემის ჩამოსაშლელად.

„ჩვენ გაერთიანებულნი ვართ უკრაინისა და მისი ხალხის უკან, მიუხედავად იმისა, რომ უშიშროების საბჭოს უგუნური, უპასუხისმგებლო მუდმივი წევრი ბოროტად იყენებს ძალაუფლებას მეზობელზე თავდასხმისა და გაეროსა და ჩვენი საერთაშორისო სისტემის დასამხობად“, – განაცხადა ლინდა თომას-გრინფილდმა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ვეტო დადო კანონპროექტს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა