ჯო ბაიდენმა ენტონი ბლინკენს უკრაინის დასახმარებლად 350 მილიონი დოლარის გამოყოფა დაავალა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს, დაავალა უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის 350 მილიონი აშშ დოლარი გამოიყოს, - ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

CNN-ის ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტი, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გაავრცელებს განცხადებას დამატებითი დეტალებით.

მათივე განმარტებით, ეს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უკრაინის დასახმარებლად გამოყოფილი უკვე მესამე ფინანსური დახმარებაა. პირველი შეადგენდა 60 მილიონ დოლარს, მეორე კი- 250 მილიონ დოლარს.

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის 40 წუთიანი სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის დროსაც პრეზიდენტებმა სანქციებსა და თავდაცვის დახმარებაზე ისაუბრეს.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა