უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი - რუსეთი სუსტდება, უკრაინა კი ძლიერდება - გეგმა მარტივია: დაინახეთ და შეგიძლიათ მტრის განადგურება? - გაანადგურეთ, არ შეგიძლიათ გაანადგუროთ, შეგვატყობინეთ მტრის ლოკაცია ჩვენ!

მოქმედების გეგმა მარტივია: დაინახეთ, შეგიძლიათ, გაანადგურეთ - არ შეგიძლიათ გაანადგუროთ, შეგვატყობინეთ მტრის ლოკაცია ჩვენ! - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის თავდასხმის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვის მეორე გმირული ეტაპი დასრულდა და მტერმა ვერ მიაღწია მის მიერ დასახულს მიზანს - ის სუსტდება, უკრაინა კი ძლიერდება.

„რუსეთის თავდასხმის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვის მეორე გმირული ეტაპი დასრულდა. მადლობას ვუხდი ყველა მებრძოლს და ყველას, ვინც დადგა ქვეყნის დასაცავად! ჩვენმა ანტისაჰაერო თავდაცვის ძალებმა გამოავლინეს საკუთარი სამხედრო შესაძლებლობები მოწინააღმდეგის ვერტმფრენებისა და თვითმფრინავების განადგურებისას. ეს არის ასობით გადარჩენილი სიცოცხლე. მადლობას ვუხდი ქვეით ჯარს, საჰაერო ძალებს, მეზღვაურებს, ეროვნულ დაცვას, ეროვნულ პოლიციას, დაზვერვის სამსახურებს.

მოწინააღმდეგემ ვერ მიაღწია აქამდე დასახულ სტრატეგიულ მიზნებს. მისი ძალა სუსტდება. ჩვენ ვძლიერდებით ყოველ საათობრივად. მოქმედების გეგმა მარტივია: დაინახეთ, შეგიძლიათ, გაანადგურეთ, არ შეგიძლიათ გაანადგუროთ, შეგვატყობინეთ მტრის ლოკაცია ჩვენ,“- განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.

ირაკლი მელაშვილი - დასავლური კურსი დეკლარირებული გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს გასაცემი პასუხი კითხვაზე - რატომ ამბობს საქართველო უარს დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე
მამუკა გამყრელიძე - პუტინისთვის საბედისწერო აღმოჩნდა შანხაის  სამიტი, მან სამარყანდში დაინახა, რომ  მარტო დარჩა, ამიტომაც შეცვალა ომის მიზანი
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა
ქართული ციფრული ბანკების გლობალური აღიარება
ვოლტი ზუგდიდშია