დიმიტრი მედვედევი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებაზე - ეს მოსკოვს საშუალებას მისცემს სიკვდილით დასჯის კანონი აღადგინოს

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთს არ სჭირდება დიპლომატიური კავშირები დასავლეთთან.

მისი თქმით, მოსკოვი გააგრძელებს უკრაინაში შეჭრას იქამდე, სანამ საბოლოო მიზანს არ მიაღწევს.

მედვედევმა დასავლეთი ევროპის მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს მოსკოვს საშუალებას მისცემს სიკვდილით დასჯის კანონი აღადგინოს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს წარმომადგენლობითი უფლება შეუჩერა.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუსეთს ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტში მონაწილეობის უფლება უწყდება, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან არის დაკავშირებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა