უკრაინული მედია - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი დამპყრობლების კოლონას რაკეტებით დაარტყეს, განადგურდა დაახლოებით 20 ერთეული სამხედრო ტექნიკა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი დამპყრობლების კოლონას რაკეტებით დაარტყეს - განადგურდა დაახლოებით 20 ერთეული სამხედრო ტექნიკა.

მათივე ცნობით, რუსებზე თავდასხმა ჩერნიგოვის რაიონში, გოროდნიას მიდამოებში მოხდა.

ჩერნიგოვის რაიონში, გოროდნიასთან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო შეტევა განახორციელეს მტრის კოლონაზე. ხანძრის შედეგად რუსული არმიის ნაწილებმა დანაკარგი განიცადეს. მათ აქვთ პერსონალის დიდი დანაკარგი, ბევრია დაჭრილი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს