უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო რიგის „დინამომ“ კონტინენტური ჰოკეის ლიგა დატოვა

რიგის „დინამომ“ კონტინენტური ჰოკეის ლიგა დატოვა.

ლატვიურმა ჰოკეის კლუბმა აღნიშნული გადაწყვეტილება ოფიციალურად დაადასტურა.

გუნდის მმართველმა საბჭომ კონტინენტური ჰოკეის ლიგის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო მიიღო.

„კჰლ-დან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან ეს ჩვენი კლუბის პოზიციას მტკიცედ ასახავს. სამხედრო და ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში ჩვენ ვერ ვხედავთ კჰლ-თან მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობას“, - განაცხადა რიგის „დინამოს“ მმართველი საბჭოს ხელმძღვანელმა, იურის სავიცკისმა.

ცნობისთვის, რიგის „დინამო“ კონტინენტურ ჰოკეის ლიგაში მისი დაარსებიდან, 2008 წლიდან ასპარეზობდა. აღნიშნულ ტურნირზე რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ლატვიის, ფინეთის და ჩინეთის 24 კლუბი თამაშობს.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა