ოლაფ შოლცი - გერმანია ბუნებრივი აირის მარაგების გაზრდის მიზნით ორ ტერმინალს ააშენებს, რათა შემცირდეს რუსეთის გაზზე დამოკიდებულება

გერმანია თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ორ ტერმინალს ააშენებს ბუნებრივი აირის მარაგების გაზრდის მიზნით, რათა შემცირდეს რუსეთის გაზზე დამოკიდებულება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.

„ჩვენ მეტს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო ენერგომომარაგება. ჩვენ უნდა შევცვალოთ კურსი, რათა დავძლიოთ ჩვენი დამოკიდებულება იმპორტზე ენერგიის ინდივიდუალური მიმწოდებლებისგან“, - განუცხადა მან დეპუტატებს ბუნდესტაგის სპეციალურ სხდომაზე.

შეგახსენებთ, მიმდინარე კვირის დასაწყისში გერმანიამ შეაჩერა 11 მილიარდი დოლარის ღირებულების Nord Stream 2 ბალტიის ზღვის გაზსადენის პროექტი უკრაინის მიმართ რუსეთის ქმედებების საპასუხოდ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია