ჟაირ ბოლსონარუ - უკრაინელებმა თავიანთი ქვეყნის ბედი კომიკოსს ანდეს - ბრაზილია რუსეთს სანქციებს არ დაუწესებს

ბრაზილიის პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ აცხადებს, რომ მისი ქვეყანა უკრაინის საკითხზე ნეიტრალურ პოზიციას შეინარჩუნებს და რუსეთს სანქციებს არ დაუწესებს.

მისი თქმით, ბრაზილია დამოკიდებულია რუსულ სასუქზე და მოსკოვის წინააღმდეგ ქმედებამ „შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ქვეყნის სოფლის მეურნეობას“.

ამასთან, ბოლსონარუმ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ უკრაინელებმა „თავიანთი ქვეყნის ბედი კომიკოსს ანდეს“.

შეგახსენებთ, ჟაირ ბოლსონარუ 16 თებერვალს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს