CIU-ს აბიტურიენტებისთვის ახალ პროექტს „გახდი იურისტი“ იწყებს

1-ელი მარტიდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი იურიდიული მიმართულებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის ახალ პროექტს იწყებს - „გახდი იურისტი“. ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობთ, პროექტის ფარგლებში, რომელიც 10 მარტამდე გაგრძელდება, აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ პროფესიის შესახებ, ასევე, გაეცნობიან სამართლის სფეროს ზოგად და დარგობრივ მიმართულებებს.

„პროექტს ახორციელებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მხარდაჭერით. პროექტის საერთაშორისო პარტნიორია - Grant Thornton Georgia.

რაც შეეხება პროექტის სპიკერებსა და თემატიკას. ასე გამოიყურება: გიორგი ხატიძე - CIU სამართლის ფაკულტეტის დეკანი, სამართლის დოქტორი, პროფესორი - „ბიზნესის რეგულირების სამართლებრივი საფუძვლები“; ირაკლი ყანდაშვილი - საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, სამართლის დოქტორი - „მედიაცია - ნოვაცია ქართულ სამართლებრივ სივრცეში“; დავით ასათიანი - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე - „ადვოკატის როლი მართლმსაჯულებაში“; ნინო ჯოლია - გრანთ თორნთონ საქართველოს იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი, საერთაშორისო ეკონომიკური სამართლის მაგისტრი, ევროპისმცოდნეობის/ევროკავშირის სამართლის მაგისტრი, ეკონომიკის დოქტორი - „შრომის სამართალი და ბიზნესი“; ნინი შენგელია - CIU სამართლის ფაკულტეტი, ლექტორი, სოციალური მედიის სამართლის ექსპერტი - „ტექნოლოგიების გავლენა სამართალზე, ევოლუცია და შესაძლებლობები“; თამთა წირქვაძე - CIU სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ლექტორი - „სისხლის სამართლის ლიბერალიზაცია“; ანა გვენცაძე - CIU სამართლის ფაკულტეტი, ლექტორი, საფრანგეთის პუატიეს უნივერსიტეტის სადოქტორო სკოლა, პიერ კუვრას სახელობის სადოქტორო სკოლის სახელშეკრულებო სამართლის მეცნიერთა გუნდის წევრი - „სამართალი როგორც მეცნიერება“; ეკატერინე ფიფია - CIU სამართლის ფაკულტეტი, ლექტორი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი - „კარიერული განვითარება სამართალში“.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3Io5izb „,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა