უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი დასრულდა

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი დასრულდა - ამ ინფორმაციას უკრაინული მედია „უნიანი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მოლაპარაკების პირველი რაუნდი 6 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

მხარეები შეთანხმდნენ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე, განაცხადა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.

მისი თქმით, მხარეებმა გამოავლინეს არაერთი პრიორიტეტული თემა, რომლებზეც გარკვეული გადაწყვეტილებები გამოიკვეთა.

"მომლაპარაკებლები ბრუნდებიან თავიანთ დედაქალაქებში, რათა განიხილონ მოლაპარაკებების შედეგი“,-წერია განცხადებაში.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს