გიგი წერეთელი - თუ დღეს მხარს არ უჭერ ღიად და მკაფიოდ უკრაინას მთელს მსოფლიოსთან ერთად, არ უჭერ მხარს სანქციებს, არ ცდილობ აგრესიის შეჩერებას, ესე იგი ეხმარები რუსეთს

შენ თუ არ უჭერ მხარს დღეს ღიად და მკაფიოდ უკრაინას, მთელს მსოფლიოსთან ერთად, არ უჭერ მხარს სანქციებს, არ ცდილობ აგრესიის შეჩერებას, ესე იგი ეხმარები რუსეთს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე, რუსეთის მიმართ საქართველოს ხელისუფლების პოზიციის შეფასებისას გააკეთა.

გიგი წერეთლის განცხადებით, უკრაინის კრიზისზე რეაგირების თვალსაზრისით საქართველო მსოფლიოში ყველაზე ცუდად გამოიყურება.

„ყველა გონიერი ადამიანი, ვისაც თავისი ქვეყანა უყვარს ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, უნდა იკრიბებოდეს, პროტესტს გამოხატავდეს, ეხმარებოდეს უკრაინას და ძალიან მიხარია, რომ საქართველოში ეს დიდი მუხტი არის.

აბსოლუტურად აცდენილია საქართველოს ხელისუფლება ამ მოვლენებს და სრულად მესმის ხალხის, ვისაც პროტესტი აქვს იმაზე, რაც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, საერთოდ რასაც ის ლაპარაკობს. ამართლებენ თავიანთ აბსოლუტურად უსუსურ პოზიციას იმით, რომ თითქოს ამ მოქმედებთ რაღაცას აცილებენ საქართველოს თავიდან. შენ თუ არ უჭერ მხარს დღეს ღიად და მკაფიოდ უკრაინას, მთელს მსოფლიოსთან ერთად, არ უჭერ მხარს სანქციებს, არ ცდილობ აგრესიის შეჩერებას, ესე იგი ეხმარები რუსეთს. დღეს ყველა უნდა დავირაზმოთ ამ აგრესიის შესაჩერებლად, ვისაც რა შეგვიძლია ის უნდა გავაკეთოთ.

მალე იქნება ის დრო, როცა ეს ხელისუფლება შეიცვლება არჩევნების გზით. საქართველოს ხელისუფლება ალბათ, მსოფლიოში ყველაზე ცუდად გამოიყურება. ყველა მთავრობას რომ შევადაროთ, შეიძლება სულ რამდენიმეს გაუტოლდეს.

წინა პერიოდს იხსენებენ, აბსოლუტურად ტყუილების ტირაჟირებას ახდენენ, თითქოს ვიღაცამ მიატოვა ქვეყანა და შიში იყო და მთელი ამბავი. ჩვენ სიფრთხილე გვესმის, მაგრამ ეს უკვე სიფრთხილე აღარ არის, როცა იქცევი უპრინციპოდ და ამ ბრძოლაში არ დგახარ იმ მხარეს, რომელ მხარესაც დგას მთელი მსოფლიო. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ უნდა ევროკავშირი და ნატო და ქმედებით მის საწინააღმდეგოდ აკეთებენ. ჩეხეთში აგრესიის წახალისებაზე ციხეში სვამენ ხალხს, შეიძლება უკვე დაკავებულებიც იყვნენ აქ რომ ჩეხური კანონები იყოს. არ შეიძლება ასეთი განცხადებების კეთება. კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ძალიან სწრაფად უნდა მოვიდეს ის დრო, როცა ეს ხელისუფლება შეიცვლება", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს