მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციას - ჩვენს და თქვენს შორის ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს, იმის დედას შ...

ჩვენს და თქვენს შორის ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს, იმის დედას შ... მე, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნება“ ახლა ერთიან აზრზე იმყოფება და ოპოზიცია „ვერ ეღირსება განსხვავება შეიტანოთ“.

„ბევრი საუბარი მინდოდა გავლილ წლებზე, ამ არსებებზე - „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რადიკალურ ოპოზიციაზე, რეზოლუციაზე, რომელზეც დღემდე პასუხი ვერ მივიღეთ, ხელი რატომ მოაწერეს - სადაც საკუთარ სამხედროებს აბრალებენ ომის დაწყებას, თუ არ აბრალებთ, ე.ი. პროვოცირება გააკეთეთ და მავნებლური ძალა ხართ. „ქართულმა ოცნებამ“ სტრასბურგში მოიგო სასამართლო და თქვენი სამარცხვინო საქმე უკან დავაბრუნეთ. თქვენი საქციელი, რასაც აკეთებთ ქვეყნის შიგნით - 2008 წელს რაც გააკეთეთ, ოპოზიცია გალახეთ, აწამეთ, მოკალით საზოგადოება, ყველა ერთხმად დაგიდგათ გვერდზე. მორატორიუმი გამოცხადდა და ყველა ერთად ვიდექით მაშინ. რა დღეში ხართ ახლა, რას გავხართ? ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნება“ ახლა რომ არის ერთიანი არასდროს ყოფილა და ვერ ეღირსებით განსხვავება შეიტანოთ და რამე დაგვიშავოთ. ზუსტად იმ აზრზე ვართ, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი იძახის. ამას ავიტანთ, მაგრამ თქვენი საქციელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასცდა და ახლა იქ დაიწყეთ საკუთარი ხელისუფლების დამუნათება. ეს არის თქვენი საქციელი, ამაში უნდა გენდოთ? ესა ხართ? ეს არის მოქალაქეობა და სახელმწიფოებრივი აზროვნება? საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს, ჩვენს და თქვენს შორის ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს, იმის დედას შევეცი მე“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

ყაველაშვილის ამ გამოსვლას დარბაზში ხმაური მოჰყვა, სალომე სამადაშვილმა მას „სამარცხვინო“ უწოდა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის