გიგი წერეთელი - გინება ხელისუფლებას უფრო ეწყინებოდა - ამ ხალხს მინდა ვუთხრა იმაზე, რასაც ამბობენ - მტყუანის?  გამქცევის და დამბრალებლის 10-ჯერ მეტი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევა, არა მხოლოდ დიპლომატიური დემარში, არამედ „დიპლომატიის უკიდურესი წერტილია, როდესაც შესაძლოა, დიპლომატიური ურთიერთობები შეჩერდეს, ან საერთოდ შეწყდეს“.

ამის შესახებ გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის თვალსაზრისით, ვლადიმერ ზელენსკის მიერ ელჩის გაწვევას.

როგორც წერეთელი ამბობს, ელჩის გაწვევა საქართველოსთვის დიდი დარტყმაა.

„განცხადებები უკიდურეს წერტილამდეა მისული, რადგან ეს არ არის მხოლოდ დიპლომატიური დემარში, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე ხდება ხოლმე და ელჩს კონსულტაციებისთვის გამოიწვევენ. უკრაინის მეთაურმა დააზუსტა და თქვა მიზეზები, რატომ მოხდა - ერთი ის, რომ მოხალისეები არ გაუშვეს და მეორე, სანქციებთან დაკავშირებით საქართველოს ამორალური პოზიცია. ეს დიპლომატიის ერთ-ერთი უკიდურესი წერტილია, როდესაც შესაძლოა დიპლომატიური ურთიერთობები შეჩერდეს, ან საერთოდ შეწყდეს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

მისივე თქმით, ელჩის გაწვევა საქართველოს ხელისუფლებამ დაიმსახურა.

„არაფერს ვამუქებ, არაფერს ვამძიმებ, ეს ჩემი პიროვნული განცდაა და სახელმწიფოებრივადაც დიდი სირცხვილია, როდესაც ზელენსკი, რომელიც კვლევა რომ ჩავატაროთ, მსოფლიოში დღეს ყველაზე პოპულარული ადამიანი იქნება, მეგობარ საქართველოს მიმართ ასეთი განცხადებით გამოდის. არ ვთვლი, რომ ის გაბოროტებულია, ან საქართველო არ უყვარს და მიზეზს ეძებს, რომ დაგვარტყას, მაგრამ ზუსტი განცხადება ჰქონდა. ეს ჩვენმა ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, დაიმსახურა. ხელისუფლებას ვაკრიტიკებ, შეიძლება, რაღაც მძაფრად ვთქვა, მათ შეცვლას ვითხოვდე, მაგრამ თან ყოველთვის გული მწყდება, რომ ეს ჩემს ქვეყანაში ხდება. ეს დიდი ლაქაა საქართველოსთვის. ეს ზელენსკიმ თავის ოთახში ხომ არ გააკეთა, რომ ვერავის გაეგო, ეს მთელმა მსოფლიომ გაიგო. ყველა ჩვენი მეგობრისთვის, დიდი გამოცანაა, რომ საქართველო აცხადებს და კონსტიტუციაში ჩაწერა, რომ პროდასავლურია და წესით უნდა, რომ სწრაფად გაწევრიანდეს ნატოსა და ევროკავშირში, ამ დროს კი ასეთი რამ ხდება“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.

გიგი წერეთელი ასევე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ ყაველაშვილის დღევანდელ განცხადებას და აღნიშნა, რომ ყაველაშვილის გინება ხელისუფლებას უფრო ეწყინებოდა.

„ყაველაშვილმა რაც თქვა, ვისკენ იყო მიმართული და ვის უფრო ეწყინებოდა, არ ვიცი. მგონი, ხელისუფლებას უფრო ეწყინებოდა გინება იმაზე, ვინ აკეთებს რუსულ საქმეს და ვინ - არა. მინდა ამ ხალხს ვუთხრა - რასაც თქვენ ამბობთ (2008 წლის ომის დროს) გაქცევასთან დაკავშირებით, მტყუანის? გამქცევის და დამბრალებლის 10-ჯერ მეტი“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.

ინფორმაციისთვის, უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია, რის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა ხდება იმის გამო, რომ ქართულმა მხარემ ხელი შეუშალა ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას, ხოლო სანქციების დაკისრების საკითხზე ჰქონდა „ამორალური პოზიცია“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა