სალომე ზურაბიშვილი - ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს ჩვენი გზა ევროპისკენ, მივიღოთ ზომები და რეფორმები რაც აუცილებელია

მიუხედავად იმისა, რომ ყველასთვის ცენტრშია უკრაინა და უკრაინაში განვითარებული ძალიან მძიმე მოვლენები, ამ დროს საქართველოს მდგომარეობა არ არის მივიწყებული. ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს ჩვენი გზა ევროპისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში განაცხადა.

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელთან მეგობრული საუბარი ჰქონდა.

"მადლობელი ვარ, რომ მომეცა საშუალება და შევხვდი ჯერ ურსულა ფონ დერ ლაიენს და შემდეგ შარლ მიშელს. ორივესთან მქონდა ძალიან მეგობრული საუბარი. მინდოდა, იმის მოსმენა, რომ დღევანდელ დღეს მიუხედავად იმისა, რომ ყველასთვის ცენტრშია უკრაინა და უკრაინაში განვითარებული ძალიან მძიმე მოვლენები, სოლიდარობა რუსული აგრესიის წინააღმდეგ, ამ დროს საქართველოს მდგომარეობა არ არის მივიწყებული. ჩვენ აქ ვართ. ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს ჩვენი გზა ევროპისკენ. მივიღოთ ის ზომები და რეფორმები რაც აუცილებელია. ჩვენი და სხვა ასოცირებული ქვეყნების მომავალს, დღეს ალბათ ახალი მოვლენებია და ახალი გარემო, რომელიც მისცემს ახალ პერსპექტივას, ამისთვის ჩვენ ყველანი მზად უნდა ვიყოთ“,- აღნიშნავს პრეზიდენტი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია