უკრაინული სათვისტომოს წარმომადგენელი - საქართველოს დახმარება უკრაინელი ხალხის მიმართ იმდენად დიდია, რომ ემოციის გარეშე ამაზე საუბარი შეუძლებელია

საქართველოს დახმარება უკრაინელი ხალხის მიმართ იმდენად დიდია, რომ ემოციის გარეშე ამაზე საუბარი შეუძლებელია, - ამის შესახებ უკრაინული სათვისტომოს წარმომადგენელმა, ვალენტინა მარჯანიშვილმა თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

თბილისის სააკრებულოს ინფორმაციით, დღეს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის საკითხზე ვალენტინა მარჯანიშვილს შეხვდა.

უკრაინული სათვისტომოს წარმომადგენელმა ვალენტინა მარჯანიშვილმა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ტყემალაძეს შეხვედრის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.

მან საკრებულოს წევრებს სათვისტომოს მიერ უკრაინის დახმარების ორგანიზების კუთხით გაწეულ საქმიანობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც ვალენტინა მარჯანიშვილმა განაცხადა, თბილისში უკრაინის 400-მდე მოქალაქეა, რომლებიც ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ სასტუმროებში უსასყიდლოდ განათავსა.

გარდა ამისა, უკრაინული სათვისტომოს წარმომადგენელმა უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნის საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც სახელმწიფო სტრუქტურები, ასევე ბიზნესის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები უდიდეს დახმარებას უწევენ სათვისტომოს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საკრებულო ყველა რესურსს გამოიყენებს როგორც ფინანსურს, ასევე ადამიანურს, ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზებისა და თბილისში დარჩენილი უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად.

გიორგი ტყემალაძე საკოორდინაციო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც დახმარების მობილიზებას უფრო ეფექტიანს გახდის.

შეხვედრაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე, საკრებულოს წევრი ნინო რუხაძე, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი და საკრებულოს ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილი მონაწილეობდნენ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა