მოქმედი და ყოფილი სახელმწიფო და პოლიტიკური თანამდებობის პირები, პარტიების, სამოქალაქო და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლები შარლ მიშელს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ჯოზეფ ბორელს მიმართავენ

მოქმედი და ყოფილი სახელმწიფო და პოლიტიკური თანამდებობის პირები, პარტიების, სამოქალაქო და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლები შარლ მიშელს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ჯოზეფ ბორელს მიმართავენ.

ერთობლივ განცხადებაში ისინი მიმართავენ ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს თხოვნით, შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, უკრაინის წინააღმდეგ უპრეცედენტო რუსული აგრესიის ფონზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის პირდაპირი გაგრძელებაა, უკრაინასთან ერთად სასწრაფო წესით დაიწყოს პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების თაობაზე.

"პირველად საქართველოს ისტორიაში შედგა დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერენ 1991 წლიდან, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებიდან მოყოლებული საქართველოს ყველა ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები. საინიციატივო ჯგუფი: CIIC - სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრი და GSAC - საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი (ხათუნა ლაგაზიძე, ნოდარ ხარშილაძე, გიორგი პაპელიშვილი, დავით კიზირია, ვალერი ჩეჩელაშვილი, ლელა ჯეჯელავა, თენგიზ ფხალაძე , გიორგი რუხაძე, გიორგი მელაშვილი, გიორგი პაპელიშვილი, გოჩა მირცხულავა, მალხაზ ნაკაშიძე) მადლობას უხდის ყველა ხელმომწერს, ვისთვისაც საქართველოსთვის ამ კრიტიკულ მომენტში ქვეყნის ევროპული მომავალი უმთავრესი ღირებულებაა.

ტექსტი გუშინ ხელმოსაწერად დაეგზავნა საქართველოს მოქმედ და ყოფილ პრეზიდენტებს; პარლამენტის თავმჯდომარეებს; პრემიერ-მინისტრებს; საგარეო საქმეთა მინისტრებს; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრებს; ევროკავშირში საქართველოს ელჩებს; სახალხო დამცველებს; ბოლო მოწვევის პარლამენტში გასული პარტიების ლიდერებს.

„ბატონ შარლ მიშელს - ევროპული საბჭოს პრეზიდენტს;

ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს - ევროპის კომისიის პრეზიდენტს;

ბატონ ჯოზეფ ბორელს - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს;

ჩვენ, საქართველოს სახელმწიფოს მოქმედი და ყოფილი უმაღლესი სახელმწიფო და პოლიტიკური თანამდებობის პირები, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლები:

უპირველ ყოვლისა, სოლიდარობას ვუცხადებთ რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ გმირულად მებრძოლ უკრაინელ ხალხს;

გამოვხატავთ რა ქართველი ხალხის ურყევ ნებას გახდეს ევრო-ატლანტიკური სტრუქტურების სრულფასოვანი წევრი, რომელიც დადასტურებულია რეფერენდუმის შედეგებში და ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში.

მიგვაჩნია, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება თავად გადაწყვიტოს თავისი ბედი იყოს ამა თუ იმ კავშირის წევრი. მოგმართავთ თხოვნით, შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, უკრაინის წინააღმდეგ უპრეცედენტო რუსული აგრესიის ფონზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის პირდაპირი გაგრძელებაა, უკრაინასთან ერთად სასწრაფო წესით დაიწყოს პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების თაობაზე", - ნათქვამია განცხადებაში.

დოკუმენტს ხელს აწერენ:

საქართველოს პრეზიდენტები

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - 2013-2018;

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი - 2004-2013;

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეები

დავით უსუფაშვილი - 2012-2016;

დავით ბაქრაძე - 2008-2012;

ნინო ბურჯანაძე - 2001-2003; 2004-2008;

აკაკი ასათიანი - 1991-1992;

საქართველოს პრემიერ-მინისტრები

გიორგი კვირიკაშვილი - დეკემბერი 2015 - ივნისი 2018;

გრიგოლ მგალობლიშვილი - ნოემბერი 2008 - თებერვალი 2009;

ლადო გურგენიძე - ნოემბერი 2007 - ნოემბერი 2008;

ავთანდილ ჯორბენაძე 2001-2003

ნიკო ლეკიშვილი - 1995-1998;

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები

მიხეილ ჯანელიძე - დეკემებრი 2015 - ივნისი 2018;

მაია ფანჯიკიძე - ოქტომბერი 2012-ნოემბერი 2014

გრიგოლ ვაშაძე - დეკემბერი 2008 - ნოემბერი 2012;

ეკა ტყეშელაშვილი - მაისი 2008 - დეკემბერი 2008;

გელა ბეჟუაშვილი - ოქტომებრი 2005 - იანვარი 2008;

თედო ჯაფარიძე - ნოემბერი 2003 - მარტი 2004;

ირაკლი მენაღარიშვილი - დეკემბერი 1995 - ნოემბერი 2003;

გოგი ხოშტარია - ნოემბერი 1990 - აგვისტო 1991;

საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრები

ალექსი პეტრიაშვილი - ოქტომებრი 2012 - ნოემბერი 2014;

თორნიკე გორდაძე - ოქტომებრი 2012 - აგვისტო 2012;

საქართველოს ელჩები ევროკავშირში

ნატალია საბანაძე;

სალომე სამადაშავილი;

საქართველოს სახალხო დამცველები

უჩა ნანუაშვილი - 2012-2017;

ნინო ლომჯარია - 2017-დღემდე

გიორგი ტუღუში - 2009-2012;

საპარლამენტო პარტიები

"ლელო" - მამუკა ხაზარაძე;

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - ნიკა მელია

"საქართველოსთვის" - კახა ქემოკლიძე;

"სტრატეგია აღმაშენებელი" - გიორგი ვაშაძე;

"დროა" - ელენე ხოშტარია;

"რესპუბლიკური პარტია" - ხათუნა სამნიძე;

"ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი" - იაგო ხვიჩია;

"კანონი და სამართალი"- თაკო ჩარკვიანი;

"ევროპული საქართველო"- გიგა ბოკერია;

"სახელმწიფო ხალხისთვის" - ნიკა მაჭუტაძე;

"მოქალაქეები "- ალეკო ელისაშვილი;

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი - ლევან იოსელიანი.

„დოკუმენტი ღიაა ხელმოწერებისთვის. ვთხოვთ, საქართველოს სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს, მთავრობის წევრებს და დიპლომატებს შემოგვიერთდნენ", - აღნიშნულია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა