ალექსანდრ ლუკაშენკო - სურთ, რომ ბელარუსი უკრაინის ომში ჩაითრიონ

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ სურთ, ბელარუსი უკრაინის ომში ჩაითრიონ.

მისი თქმით, ბელარუსი იომებს თავის მიწაზე. ამის შესახებ ლუკაშენკომ საზოგადოებისადმი მიმართვისას განაცხადა.

„თქვენ ხედავთ, რომ უბრალოდ, უნდათ ჩვენი ჩათრევა უკრაინის ომში სპეციალურად, რათა მოვაშიშვლოთ ჩვენი სხვა საზღვრები. მერე ადვილად გაგვისწორდებიან, ჩვენ უკრაინიდანაც კი ვერ მოვასწრებთ გამოსვლას, ეს ტაქტიკაა“ - განაცხადა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, ჯერ რუსეთს გაუსწორდებიან, მერე ბელარუსში გადმოვლენ: „რათა მერე კვლავ დაიწყონ, როგორც 2020 წლის აგვისტოში (საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ). ჩვენ გამოვიცანით მათი ჩანაფიქრი და არა მხოლოდ გამოვიცანით, არამედ ამაზე საკმარისი ინფორმაცია გვაქვს. თუმცა, „ფეიკები“ ჩვენი ქვეყნის ირგვლივ საკმარისი იქნება. ჩვენ ვიბრძოლებთ და მოვკვდებით თქვენთან ერთად ჩვენ მიწაზე. ამაში შეგიძლიათ, ეჭვი არ შეგეპაროთ“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის