გიორგი ტყემალაძემ და ზურაბ აბაშიძემ ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ჰუმანიტარული დახმარების მიმღებ პუნქტში  უკრაინელი ბავშვებისა და დედებისთვის აუცილებელი პროდუქტები და ნივთები მიიტანეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აბაშიძემ ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ჰუმანიტარული დახმარების მიმღებ პუნქტში უკრაინელი ბავშვებისა და დედებისთვის აუცილებელი პროდუქტები და ნივთები მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, დღეს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე დედებსა და ბავშვებს მეტროებსა და სარდაფებში საკმაოდ რთულ ვითარებაში უწევთ ცხოვრება.

გიორგი ტყემალაძის განცხადებით, უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული დახმარება ძირითადად ბავშვის მოვლის საშუალებებს, ტანსაცმელს, საკვებსა და პირველადი საჭიროების ნივთებს მოიცავდა, რომლებიც ადრესატს – უკრაინელ ბავშვებსა და დედებს უახლოეს მომავალში მიეწოდება.

„მინდა, აღვნიშნო, რომ უკრაინელი ხალხის თანადგომას აქტიურად ვაგრძელებთ. ჩვენ მხოლოდ სოლიდარობის გამოცხადებით არ შემოვიფარგლებით, ჩავერთვებით სხვადასხვა მხარდამჭერ ღონისძიებებში და ქმედით დახმარებას გავუწევთ უკრაინელ ხალხს. დარწმუნებული ვარ, ჰუმანიტარული აქცია კიდევ უფრო გაფართოვდება, მეტად მასშტაბური გახდება და საქართველოს ჩართულობითა და ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ოდნავ მაინც შევუმსუბუქოთ ჩვენს მოძმე ერს ეს მძიმე ყოფა. სწორედ ეს არის ის საერთო მიზანი, რაც დღეს თითოეულ ჩვენგანს, საქართველოს მოქალაქეებს, აქ მცხოვრებ უკრაინელებს და სხვა მოხალისეებს გვაერთიანებს“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ მიულოცა დედებს დღევანდელი დღე და მათ ბედნიერება და კეთილდღეობა უსურვა. გიორგი ტყემალაძემ საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ უკრაინელმა დედებმა უკანასკნელ დღეებში მთელ მსოფლიოს გმირობისა და თავდადების გამორჩეული მაგალითი აჩვენეს.

აღსანიშნავია, რომ ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩის 60 ნომერში გახსნილი ცენტრის შექმნის ინიციატორები, საქართველოში მცხოვრები უკრაინელები არიან, რომლებიც ნებისმიერ მსურველს აძლევენ შესაძლებლობას ჩაერთონ ჰუმანიტარულ აქციაში და უკრაინელ ხალხს დაეხმარონ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს