სახელმწიფო დეპარტამენტი სალომე ზურაბიშვილსა და ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა გლობალური პასუხის შესახებ რუსეთის მთავრობის წინასწარგანზრახული, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმისა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის გაგრძელების შესახებ.

„მდივანმა მადლიერება გამოხატა საქართველოს ხალხისა და პრეზიდენტ ზურაბიშვილის პირადი, ურყევი მხარდაჭერის გამო უკრაინის მიმართ. მან ხაზი გაუსვა აშშ-ს მტკიცე ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას დემოკრატიული, მშვიდობიანი და აყვავებული ევროატლანტიკური მომავლისკენ", - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება