გიორგი მელაშვილი - საქართველომ  საკუთარი ტკივილის შესახებ გაცილებით მეტად უნდა ილაპარაკოს, არგაღიზიანების პოლიტიკა, რომელიც გარდა იმისა, რომ უბრალოდ სამარცხვინოა, ყოვლად უშედეგოა

უკრაინასა და უკრაინის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე, როგორ აისახა უკრაინაში მიმდინარე პროცესები საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ასევე იმაზე, სავარაუდოდ, რა შანსები აქვთ პოლიტიკურ ძალებს ქვეყნის წინაშე საფრთხეების გათვალისწინებით შეძლონ საზოგადოების კონსოლიდაცია, „ინტერპრესნიუსი“ ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელს, გიორგი მელაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გიორგი, უკრაინაში საომარი მოქმედებების ფონზე პროცესები საქართველოს საშინაო პოლიტიკაშიც აშკარად დაჩქარებულია. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს.

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის დაჩქარებული წესით მისაღებად განაცხად შეტანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ ამ და სხვა თემებს აუცილებლად შევეხებით.

მანამდე, ალბათ ლოგიკური იქნება, თუ ჩვენს საუბარს უკრაინაში ომისა და უკრაინისათვის მსოფლიო თანამეგობრობის უპრეცედენტო მხარდაჭერის ფონზე ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ ვითარდება პროცესები საშინაო პოლიტიკაში და ახლა როცა მსოფლიოში ეპოქალური პროცესებია დაწყებული.

საერთოდ, ვფიქრობ, რომ საერთაშორისო დღის წესრიგის გამო ახლა ჩვენში უფრო კონკრეტულ და პრაქტიკულ თემებზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული, მაგრამ რადგან ჯერ ამისთვის ვერ თუ არ ვიცლით კითხვას ასე დავსვამ - უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე როგორ შეაფასებდით საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებას?

- ყოველთვის, ყველა პოლიტიკოსსა თუ საჯარო პირს, აქვს ძალიან დიდი ცდუნება საგარეო პოლიტიკა გამოიყენოს საკუთარი შიდაპოლიტიკური თუ ვიწროპარტიული ამოცანებისთვის. ეს ცდუნება ბევრისთვის დაუძლეველია, მაგრამ ძალიან სახიფათოა ნებისმიერი სახელმწიფოსთვის.

ეს არის ის შეცდომა, რომელსაც პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსი არ უნდა უშვებდეს - პოლიტიკოსს ძალიან კარგად უნდა ესმოდეს ჯერ კიდევ მაკიაველის დოქტრინა საგარეო და შიდა პოლიტიკის გამიჯვნის აუცილებლობის შესახებ.

შეცდომა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში გამოსწორებადია, ან, დემოკრატიულ საზოგადოებაში, ამომრჩეველი შეცდომის დამშვებს უბრალოდ სახლში გაისტუმრებს, ხოლო ახალი მთავრობა ამ შეცდომას გაასწორებს.

ქვეყნის შიგნით ყოველთვის არსებობს ერთგვარი „უსაფრთხოების ბალიში“, რომელიც პოლიტიკოსებს მანევრირების საშუალებას აძლევს. ქვეყნის გარეთ შეცდომის დაშვება გაცილებით სახიფათოა და ზოგ შემთხვევაში შეიძლება დამღუპველიც კი იყოს. ამიტომ არის შეცდომა და პოლიტიკური დანაშაული შიდა და გარე პოლიტიკის არევა და საგარეო პროცესების გამოყენება შიდაპარტიული ქულების დასაწერად.

ქვეყნის გარეთ შეცდომის დაშვება გაცილებით სახიფათოა და ზოგ შემთხვევაში შეიძლება დამღუპველიც კი იყოს. ამიტომ არის შეცდომა და პოლიტიკური დანაშაული შიდა და გარე პოლიტიკის არევა და საგარეო პროცესების გამოყენება შიდაპარტიული ქულების დასაწერად

რაც შეეხება უკრაინას... დღეს უკრაინაში რასაც ვხედავთ, არის უდიდესი ტრაგედია და დანაშაული. დანაშაული და ბოროტებაა, როდესაც მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე იჭრება მეორე სახელმწიფო და როდესაც მისი ამოცანა არის უბრალოდ მეზობლის დაპყრობა, მისი დამონება. ამ ბოროტებას უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ეწირება - მისი გამართლება შეუძლებელია.

უკრაინის ომმა ნათლად დაანახა მსოფლიოს რუსეთისა და კრემლის რეჟიმის რეალური სახე, ჩამოხსნა ის ნიღაბი, უფრო სწორად, ნიღბები, რომელსაც რუსეთი ატარებდა მთელი ამ დროის განმავლობაში.

პირველი ნიღაბი ეს არის რუსეთის სამხედრო და პროპაგანდისტული უძლეველობის მითი - როგორც ჩანს, კრემლში დარწმუნებულები იყვნენ, რომ უკრაინის ოპერაცია დამთავრდებოდა ძალიან მალე, მათ ეგონათ, რომ ორიოდე დღეში დაამხობდნენ უკრაინის კანონიერ ხელისუფლებას, დასვამდნენ საკუთარ მარიონეტსა და რომ ეს „სპეცოპერაცია“ უმსხვერპლო იქნებოდა.

ეგონათ, რომ განმეორდებოდა ყირიმი, ან რამდენიმე თვისწინანდელი ОДКБ-ის ოპერაცია ყაზახეთში. რეალობა სრულიად განსხვავებული გამოდგა - უკრაინელებმა მოახერხეს წინააღმდეგობის გაწევა და, საკუთარი სამშობლოს დაცვის იდეით, სამხედრო წარმატებებსაც მიაღწიეს.

ჯერჯერობით არ ვიცით, ეს ომი როგორ და რით დამთავრდება, მაგრამ რუსეთმა პირნათლად წააგო ამ ტრაგედიის პირველი ნაწილი - პროპაგანდისტული ომი, როდესაც მან ვერ მოახერხა დასავლეთის დანაწევრება, დაშლა და დარწმუნება საკუთარ მცდარ ისტორიაში.

ჯერჯერობით არ ვიცით, ეს ომი როგორ და რით დამთავრდება, მაგრამ რუსეთმა პირნათლად წააგო ამ ტრაგედიის პირველი ნაწილი - პროპაგანდისტული ომი, როდესაც მან ვერ მოახერხა დასავლეთის დანაწევრება, დაშლა და დარწმუნება საკუთარ მცდარ ისტორიაში

ყოველივე ამის ფონზე საქართველოს პოზიცია, რბილად რომ ვთქვა, გაუგებარი და ორაზროვანია - თითქოს გაორებული. შერჩეულ სიტყვებს, კომუნიკაციას, პოზიციონირებას დიპლომატიაში ყოველთვის უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ დღეს, XXI საუკუნეში, ფეისბუქისა და ტვიტერის ეპოქაში, სწორი კომუნიკაციის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა.

საქართველოს მთავრობის მეთაურის კომუნიკაცია შეუსაბამოა როგორც არსებული რეალობის, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში, ნებით თუ უნებლიეთ, ზრდის და ახალისებს ანტიდასავლურ განწყობებს.

ძალიან პრობლემურია ასევე „ეროვნული ინტერესებისა“ და „ეროვნული პოლიტიკის“ ცნებების გამოყენება საკუთარი შიდაპოლიტიკური გადაწყვეტილებების გამართლებისას. მთავრობები იცვლებიან, ბოლო 9 წელიწადში საქართველოს 5 პრემიერი ჰყავდა, მაგრამ ეროვნული ინტერესები ასე სწრაფად არ იცვლება.

ძალიან პრობლემურია ასევე „ეროვნული ინტერესებისა“ და „ეროვნული პოლიტიკის“ ცნებების გამოყენება საკუთარი შიდაპოლიტიკური გადაწყვეტილებების გამართლებისას. მთავრობები იცვლებიან, ბოლო 9 წელიწადში საქართველოს 5 პრემიერი ჰყავდა, მაგრამ ეროვნული ინტერესები ასე სწრაფად არ იცვლება

ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ დასავლეთი არ არის დამპყრობელი იმპერია, რომელსაც სურს რაღაცა დაგაძალოს ან წაგართვას. პირიქით, ეს არის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც ეფუძნება საერთო ფასეულობებსა და, უპირველეს ყოვლისა, გამართულ ინსტიტუტებს.

საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, თუ ჩვენ არ მივაღწევთ ინსტიტუციურ განვითარებას - უპირველეს ყოვლისა კი აქ მნიშვნელოვანია სასამართლოს დამოუკიდებლობა, რაზეც ჩვენი ყველა პარტნიორი ყველა შეხვედრაში, ყველა დოკუმენტში მიუთითებს. დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე საქართველოში არ იქნება კანონის უზენაესობა, ინვესტიციები, და ზოგადად, თამაშის თანაბარი წესები ყველასთვის, განურჩევლად მისი ნაცნობობისა თუ პოლიტიკური წონისა.

კარგად უნდა გავიაზროთ - ევროპული და ევრო-ატლანტიკური პერსპექტივა უპირველეს ყოვლისა მიბმულია ჩვენს უნარებზე გავატაროთ სიღრმისეული და რეალური რეფორმები - რეფორმები, რომლებიც თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაზე აისახება და საქართველოში დაასრულებს საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა გადასვლის პროცესს, ჩვენი ქვეყნის უწყებებს მართლაც თანამედროვე, ევროპულ სტრუქტურებად გადააქცევს.

ამ ყველაფრის ფონზე, ის მუდმივი კრიტიკა, რომელიც ისმის ევროპელი პარტნიორების მხრივ, მათთვის სრულიად გაუგებარია და ჩვენი ეროვნული ინტერესების დამაზიანებელია. თუ ჩვენ გვინდა ევროპულ ოჯახში საქართველო „დადგეს ერად სხვა ერთა შორის“, უნდა გავიაზროთ, რომ ძალაუფლება წარმავალია, რომ მისი შენარჩუნება ყველა ხერხით დაუშვებელია და რომ პოლიტიკური ოპონენტების მტრობაზე მაღლა სამშობლო უნდა დადგეს.

საქართველოს შიდაპოლიტიკური მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ორპარტიულობა და მტერ-მოყვარედ პოლიტიკური სპექტრის დაყოფა დიდი პრობლემაა, მაგრამ კიდევ უფრო დიდი პრობლემაა მხარეების ფასეულობრივი განსხვავებები და ოპონენტის აღქმა, როგორც აბსოლუტური ბოროტების.

ამ კონტექსტში, მთავრობას, როგორც ძალაუფლების მქონეს გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ქვეყნის განვითარებაზე, ასევე ამ პოლიტიკური კულტურის შეცვლაზე, თუმცა ჩვენ მმართველი ძალის მხრიდან მუდმივად უფრო და უფრო მძიმე რიტორიკას ვისმენთ, რაც საზოგადოებას კიდევ უფრო მეტად ყოფს.

ამის კარგი ილუსტრაციაა ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების განაცხადი - საქართველოს მხრიდან მას მხოლოდ ერთი, პრემიერ-მინისტრის ხელმოწერა აქვს, როდესაც როგორც ომში მყოფმა უკრაინამ, ასევე მოლდოვამ, სცადეს ეროვნული ერთიანობის დემონსტრირება, როდესაც ამ დოკუმენტს ხელი მოაწერეს პრემიერმაც და პარლამენტის სპიკერმაც.

არ ვიცი, ვინ და რატომ ურჩია საქართველოს პრემიერ-მინისტრს მარტო მას მოეწერა ხელი ევროკავშირის მიმართ საქართველოს მოთხოვნაზე, მაგრამ კონტრასტი მოლდოვასა და უკრაინასთან ძალიან მკვეთრია და ნამდვილად არ მუშაობს ჩვენს სასარგებლოდ.

არ ვიცი, ვინ და რატომ ურჩია საქართველოს პრემიერ-მინისტრს მარტო მას მოეწერა ხელი ევროკავშირის მიმართ საქართველოს მოთხოვნაზე, მაგრამ კონტრასტი მოლდოვასა და უკრაინასთან ძალიან მკვეთრია და ნამდვილად არ მუშაობს ჩვენს სასარგებლოდ

ყოველივე ამას ემატება ჩვენი დიდი ხნის პრობლემები - ხელისუფლების ხელში ჭარბი, უკონტროლო ძალაუფლების კონცენტრაცია, რაც ჩვენი სახელმწიფოს ინსტიტუტებს ასუსტებს და ნორმალურ განვითარებას ხელს უშლის.

- ჯერ იყო პრემიერი ამტკიცებდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ მუშაობსო, მანამდე პრემიერი შანსს არ უშვებდა ხელიდან გაეკრიტიკებინა ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რასაც ჩვენივე „ეროვნული ინტერესებითა და ეროვნული პოლიტიკით“ ხსნიდა...

- სანქციები მუშაობს. არ ჩავუღრმავდები ეკონომიკურ ანალიზს, მაგრამ ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს შეუძლია ნახოს მდგომარეობა რუსეთის ფედერაციაში, იმისთვის, რომ მიხვდეს თუ რა ხდება.

უკვე შეწყდა რუსეთში მთავარი გადამზიდი კომპანიების საქმიანობა. ეს ნიშნავს, რომ ძალიან მალე იქ დაიწყება საბაზისო, პირველადი საჭიროების ნივთების, დეფიციტი, ოღონდ, თუ საბჭოთა დროს რუსული სამრეწველო სექტორი, ასე თუ ისე ამისთვის მზად იყო, დღეს ის სრულიად მოუმზადებელია - ამისი კარგი ილუსტრაცია არის გაჩერებული ავტოვაზი, რომელიც, თითქოს, სრულიად რუსული კომპანიაა.

რუსეთის ეროვნული ბანკის უზარმაზარი რეზერვი - 650 მილიარდი დოლარი - ნახევარი უკვე გაყინულია, ხოლო მეორე ნახევრის რეალური ღირებულება მკვეთრად შემცირდა. მაგალითისთვის, დიდი რაოდენობით ოქროს გაყიდვა გამოიწვევს ოქროზე ფასის კლებას.

რუსეთის ეროვნული ბანკის უზარმაზარი რეზერვი - 650 მილიარდი დოლარი - ნახევარი უკვე გაყინულია, ხოლო მეორე ნახევრის რეალური ღირებულება მკვეთრად შემცირდა

სრულიად განადგურებულია ეკონომიკის ციფრული სექტორი - რუსეთი ცდილობს ჩაახშოს მედია, რის შედეგადაც დაბლოკილი ან შენელებულია ტვიტერი, ფეისბუქი და იუთუბი, ხოლო IT სექტორის სპეციალისტები მასობრივად ცდილობენ ქვეყნის დატოვებას.

რუსული საფონდო ბაზარი მკვდარია, მნიშვნელოვნად შეზღუდულია სავალუტო ოპერაციები, რუბლი ყოველდღე ანტირეკორდებს ამყარებს. ყოველივე ამას ემატება ინდივიდუალური სანქციები. ამიტომ, სანქციები მუშაობს და გრძელვადიან პერსპექტივაში მათი შედეგი, რუსეთისთვის მართლაც დამანგრეველი იქნება.

რუსული საფონდო ბაზარი მკვდარია, მნიშვნელოვნად შეზღუდულია სავალუტო ოპერაციები, რუბლი ყოველდღე ანტირეკორდებს ამყარებს. ყოველივე ამას ემატება ინდივიდუალური სანქციები. ამიტომ, სანქციები მუშაობს და გრძელვადიან პერსპექტივაში მათი შედეგი, რუსეთისთვის მართლაც დამანგრეველი იქნება

დასავლეთისგან განსხვავებით, საქართველოს, რა თქმა უნდა, არ შეუძლია რუსეთისთვის ასეთი დამანგრეველი სანქციების დაწესება. ამის არანაირი რესურსი არ გვაქვს - პირიქით, საქართველო საკმაოდ დამოკიდებულია რუსეთზე. თუმცა, აქ ისმის ერთი მნიშვნელოვანი კითხვა - რა გააკეთა მთავრობამ უკანასკნელი წლების განმავლობაში ამ დამოკიდებულების შესამცირებლად? პასუხი აქ ცალსახაა - დიდი არაფერი.

საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა და ზუსტად ამ დამოკიდებულების აღმოფხვრაზე უნდა იყოს მიმართული მთავრობის ძალისხმევა და არა გაუგებარ და უშედეგო პროექტებზე, რომლითაც მდიდრდება დაახლოებულ ადამიანთა მცირე ჯგუფი.

აქაც არ მინდა თეორიაში გადასვლა, მაგრამ ქვეყანას განვითარება შეუძლია მხოლოდ ინკლუზიური ეკონომიკური ინსტიტუტების პირობებში. ეს იყო გზა, რომელიც გაიარა კორეამ და სინგაპურმა - და თუ ჩვენ გვინდა, რომ ეკონომიკური წინსვლა დავინახოთ, უპირველეს ყოვლისა მოსაშლელია ეს არაფორმალური კავშირები - ეს არის ჩვენი მთავარი ეროვნული ინტერესი.

რაც შეეხება ევროპელი პარტნიორების კრიტიკას - რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია - არც-ერთი მათგანი არ არის წმინდანი ან ხელშეუხებელი, და ევროპაშიც ჩვენ ზუსტად ამიტომ მივისწრაფვით.

მაგრამ, აქ უნდა გავითვალისწინოთ კონტექსტი - როდესაც პარტნიორი გეუბნება, რომ სასამართლო გაუმართავია, რომ არსებობს მასზე პოლიტიკური წნეხი, რომ აუცილებელია მიშელის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულება, ამაზე საპასუხოდ კი შენ გაუგებარ ბრალდებებს უყენებ, ეს არ არის სამართლიანი კრიტიკა. ეს არის საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის დამალვის მცდელობა, რაც აზიანებს ქვეყანას.

როდესაც პარტნიორი გეუბნება, რომ სასამართლო გაუმართავია, რომ არსებობს მასზე პოლიტიკური წნეხი, რომ აუცილებელია მიშელის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულება, ამაზე საპასუხოდ კი შენ გაუგებარ ბრალდებებს უყენებ, ეს არ არის სამართლიანი კრიტიკა. ეს არის საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის დამალვის მცდელობა, რაც აზიანებს ქვეყანას

- უკრაინის მხარდასაჭერი აქციები დაიწყო თბილისში. ჯერ ორგანიზატორები არ ჩანდნენ, მაგრამ შემდგომ ისინიც ჩაერივნენ ამ პროცესში.

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ოპოზიციასა და „ნაციონალებს“ სურდათ საქართველოს ომში გახვევა, მაგრამ შემდეგ მათი რიტორიკა უკრაინის მიმართ თითქოს შეიცვალა, მაგრამ მათივე მტკიცებით პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინული მთავრობა „ნაციონალების“ მხარდამჭერებად იქნენ გამოცხადებული...

- ნამდვილად არ ვიცი, რა უნდა „ნაცმოძრაობას,“ მაგრამ უკრაინისადმი სოლიდარობა არის ეროვნული ერთიანობისა და ეროვნული ღირსების საკითხი. ის, რომ „ნაცმოძრაობა“ რაღაცას უჭერს მხარს, არ ნიშნავს რომ თავად ეს მოვლენა არასწორია ან ცუდია - ასეთი დამოკიდებულება არის უაღრესად ინფანტილური, ბავშვური, არასწორი და უბრალოდ, ლოგიკურად მცდარი.

საქართველოს ომში გახვევა უპირველეს ყოვლისა არ სურს უკრაინას - დასავლეთს მოუწევს ყურადღების გადატანა, გაფანტვა და წნეხის გადანაწილება სხვადასხვა რეგიონებზე.

ამავე დროს, სამხედრო თვალსაზრისით, ე.წ. „მეორე ფრონტი“ ყოველგვარ აზრს მოკლებულია, რადგანაც უკრაინაში ამჟამად მყოფი 200 ათასიანი სამხედრო დანაყოფიდან კავკასიაში შეიძლება მოხდეს მაქსიმუმ 20 ათასის გადასროლა. დაახლოებით ამდენი იყო აგვისტოს ომის დროს, ისიც საკითხავია, ეს იქნება გადასროლა, თუ რეზერვების ან სხვა სამხედრო დანაყოფების მობილიზება.

ასე რომ, ნებისმიერი საუბარი იმაზე, რომ ზელენსკის სურს მეორე ფრონტი, უბრალოდ არაჯანსაღი ფანტაზიებია. კიდევ უფრო ცუდია, რომ ამ არაჯანსაღი ფანტაზიებით ხდება საქართველოს მოსახლეობის მოწამვლა და ომში მყოფი ქვეყნის მთავრობისა და პრეზიდენტის გახვევის მცდელობა შიდაპოლიტიკურ საკითხებში, რაც დაუშვებელია და საქართველო-უკრაინის მიმდინარე და სამომავლო ურთიერთობებს ძალიან აზიანებს.

ნებისმიერი საუბარი იმაზე, რომ ზელენსკის სურს მეორე ფრონტი, უბრალოდ არაჯანსაღი ფანტაზიებია. კიდევ უფრო ცუდია, რომ ამ არაჯანსაღი ფანტაზიებით ხდება საქართველოს მოსახლეობის მოწამვლა და ომში მყოფი ქვეყნის მთავრობისა და პრეზიდენტის გახვევის მცდელობა შიდაპოლიტიკურ საკითხებში, რაც დაუშვებელია და საქართველო-უკრაინის მიმდინარე და სამომავლო ურთიერთობებს ძალიან აზიანებს

ზოგადად, საკუთარი წარუმატებლობის ან შეცდომების ახსნა ოპონენტის ბოროტი მაქინაციებით ასევე მიუთითებს პოლიტიკური გამოცდილების სიმწირესა და არასაკმარისი განვითარების დონესა და კლასზე.

- მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო, მსოფლიო სულ რაღაც 2-3 დღეში შესამჩნევად შეიცვალა. სულ ცოტა ხნის წინაც წარმოუდგენელი იყო იმ დონისა და ხარისხის კონსოლიდაცია, რასაც დღეისათვის მსოფლიო ავლენს უკრაინის მიმართა და რა სანქციებს უწესებს აგრესორ რუსეთს.

უკვე ჩანს, რომ მსოფლიო ამიერიდან ისეთი ვეღარ იქნება, როგორც ის უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებამდე იყო. თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ახლა უკრაინის გამო მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში ხდება და სავარაუდოდ, საერთაშორისო ასპარეზზე მოვლენათა განვითარების რა სცენარებია მოსალოდნელი?

- უკრაინის ბრძოლისუნარიანობამ, გმირობამ და ერთიანობამ გააღვიძა დასავლეთი. მოხდა თვისობრივი ცვლილება ევროპელების აზროვნებაში. ისინი მიხვდნენ, რომ გაფრთხილებები რუსული საფრთხის შესახებ არ იყო „პოლიტიკური ქორების“ ან რადიკალების მოსაზრება.

ამ ცვლილების ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითია გერმანია, რომელიც ტრადიციულად ყველაზე მეტად ცდილობდა რუსეთისთვის გაგებას. ეს დამოკიდებულება ძალიან მტკივნეულია გერმანული საზოგადოებისთვის და რამდენიმე ისტორიულ კოლექტიურ ტრავმაზე გადის, თუმცა უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილმა დანაშაულმა გერმანული საზოგადოება და მისი დამოკიდებულება მკვეთრად შეცვალა.

პაციფისტი გერმანია, რომელიც მუდმივად ეწინააღმდეგებოდა თავდაცვის ხარჯების ზრდას, ცდილობდა რუსეთის ეკონომიკურ ჩართულობას და რუსეთის ინტერესების დაკმაყოფილებას, კარდინალურად შეცვალა საკუთარი საგარეო პოლიტიკა.

გაიზარდა ტრანსატლანტიკური ერთობა და დასავლეთი ერთიანია, როგორც არასდროს. უკრაინაში შეჭრა, რომლის დამატებითი მიზანი დასავლეთის დაქუცმაცება იყო, სრულიად საპირისპირო შედეგი გამოიღო.

გაიზარდა ტრანსატლანტიკური ერთობა და დასავლეთი ერთიანია, როგორც არასდროს. უკრაინაში შეჭრა, რომლის დამატებითი მიზანი დასავლეთის დაქუცმაცება იყო, სრულიად საპირისპირო შედეგი გამოიღო

სცენარებზე საუბარს რაც შეეხება, ამ ეტაპზე ნამდვილად იკვეთება NATO-ს, როგორც სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის როლის ზრდა, იკვეთება ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ცვლილება და მისი გადართვა რუსეთის შეკავების ამოცანაზე, აშკარაა ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგის - პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები და სხვ. გაძლიერების მცდელობები, კიდევ უფრო ღრმავდება კავშირი ფინეთსა და შვედეთთან.

უკრაინის მომავალი დღეს დამოკიდებულია თავად უკრაინელებზე - რამდენად მოახერხებენ ისინი საკუთარი სამშობლოს დაცვას და რამდენად მედეგ წინააღმდეგობას გაუწევენ თავდამსხმელს.

- ვხედავთ, რომ უკრაინას მთელი ცივილიზებული სამყარო უჭერს მხარს პოლიტიკურად, ფინანსურად, ეკონომიკურად და სამხედრო ტექნიკით. საქართველომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში დაუჭირა მხარი უკრაინას. მეტიც 3 მარტს 38-მა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომ უკრაინაში რუსეთის ბარბაროსული შეჭრის გამო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა.

იგზავნება ჰუმანიტარული ტვირთი და თითქოს რაც შეუძლია ქვეყანას კეთდება, მაგრამ საერთო სურათი აშკარად გააფუჭა უკრაინის მიერ საქართველოდან ელჩის კონსულტაციებისთვის კიევში გამოძახებამ.

შორსა ვარ იმ აზრისაგან რომ ზედმეტი ხმაურის გარეშე არაა შესაძლებელი თუნდაც მოხალისეების უკრაინაში წასვლა, მაგრამ, დარჩა შთაბეჭდილება, რომ ელჩის კონსულტაციებზე გამოძახებით პრეზიდენტმა ზელენსკიმ, ვისაც ვგულშემატკივრობთ, აშკარად იჩქარა და ემოციური გადაწყვეტილება მიიღო.

სამწუხაროდ, ევროპის გარკვეულ წრეებში საქართველოსთან მიმართებაში გაუგებარ კითხვებს სვამენ. ამიტომ გკითხავთ - უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე, სავარაუდოდ, როგორ გამოიყურება საქართველო, ქვეყანა, რომლის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული?

- ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა გავითვალისწინოთ კონტექსტი. ბოლო რამდენიმე წელი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისთვის ყველაზე პრობლემური იყო.

შარლ მიშელის ხელშეკრულების სრული უგულებელყოფა, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმება, პარტნიორების დაუსაბუთებელი და ევროდეპუტატების გაუგებარი კრიტიკა, მმართველი ძალის შიდაპოლიტიკური შეცდომები - ამ ყველაფერმა ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა და შეამცირა საქართველოს მხარდაჭერა, რაზეც პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე მმართველ პოლიტიკურ ძალაზეა.

შარლ მიშელის ხელშეკრულების სრული უგულებელყოფა, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმება, პარტნიორების დაუსაბუთებელი და ევროდეპუტატების გაუგებარი კრიტიკა, მმართველი ძალის შიდაპოლიტიკური შეცდომები - ამ ყველაფერმა ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა და შეამცირა საქართველოს მხარდაჭერა, რაზეც პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე მმართველ პოლიტიკურ ძალაზეა

მიუხედავად ამ ყველაფრისა, რა თქმა უნდა, ევროკავშირი აგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას. დიპლომატიაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გამოყენებულ ტერმინებსა და სიგნალებს - როდესაც სახელმწიფო მდივანი ან მაღალი რანგის პოლიტიკოსი მკვეთრად მიჯნავს ხალხს მთავრობისგან, ეს არის ძალიან მკვეთრი და გასაგები სიგნალი.

ევროპულ ელიტებში ყველამ ძალიან კარგად იცის, რა მხარდაჭერით სარგებლობს საქართველოში ევროპული არჩევანი, უკრაინის შემდეგ კიდევ უფრო მეტი ადამიანი დარწმუნდა იმაში, რომ აგვისტოს ომი საქართველოს დანაშაული, ან შეცდომა, არ ყოფილა.

ევროპულ ელიტებში ყველამ ძალიან კარგად იცის, რა მხარდაჭერით სარგებლობს საქართველოში ევროპული არჩევანი, უკრაინის შემდეგ კიდევ უფრო მეტი ადამიანი დარწმუნდა იმაში, რომ აგვისტოს ომი საქართველოს დანაშაული, ან შეცდომა, არ ყოფილა

თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი მხარდაჭერა დამოკიდებულია ჩვენსავე ქმედებებზე და იმაზე, თუ რამდენად კარგად მოვახერხებთ ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელი რეფორმების გატარებას და რამდენად დავანახებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ დასავლური ფასეულობები ქართული საზოგადოების ორგანული ნაწილია.

- მესმის, რომ ახლა მსოფლიო პოლიტიკაში ყველაზე აქტუალური უკრაინაში ომის თემაა. კარგია, რომ აშშ-მ და კოლექტიურმა დასავლეთმა როგორც იქნა გამოიღვიძეს და ახლა ერთიანი ძალებით ებრძვიან აგრესორ რუსეთს.

კარგია, რომ გაეროს წევრმა 141 ქვეყანამ მოუწოდა რუსეთს დაასრულოს უკრაინაში შეჭრა და გაიყვანოს უკრაინის მთელი ტერიტორიიდან თავისი ტანკები და სამხედროები. ეს ეხება ყირიმიდან და დნრ-დან და ლნრ-დან მათ გასვლასაც.

შესაძლოა ვცდები, მაგრამ, რატომღაც მგონია, რომ ქართულ დიპლომატიას უკეთ რომ ემუშავა, შეიძლებოდა რუსეთისაგან გაეროს წევრ ქვეყნებს მოეთხოვათ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რუსული ჯარების გაყვანაც.

ჩვენ ჩვენს დასავლელი პარტნიორებთან ბევრ რამ გვაქვს სასაყვედურო, მხედველობაში მაქვს რუსეთთან მიმართებაში ხშირ შემთხვევაში ლოიალური პოზიციების გამო, მაგრამ ვიცით ისიც, რომ სწორედ მათი წყალობით ტარდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არაღიარების პოლიტიკა.

რა უნდა გააკეთოს ქართულმა მხარემ, რომ უკრაინასთან ერთად ქართული საკითხები გახდეს საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის აქტუალური და რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთს უკრაინიდან ჯარების გაყვანასთან ერთად მალე საქართველოდან ჯარების გაყვანა მოითხოვონ?

- ჩვენი დასავლელი პარტნიორების დამსახურება არა მარტო არაღიარების პოლიტიკაა, არამედ საერთოდ საქართველოს ყოფნა დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოდ.

კი, უდავოა რომ კოლექტიური დასავლეთის რუსეთისადმი ლოიალურობა იყო ძალიან დიდი პრობლემა, მაგრამ ამ პრობლემის მოგვარება ჩვენს შესაძლებლობებს ცდებოდა - დასავლეთი თავად უნდა გარკვეულიყო საკუთარ თავში, რაც, სამწუხაროდ, საბოლოოდ უკრაინის ტრაგიკულმა მოვლენებმა გამოიწვია.

მიუხედავად ამისა, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, შეჭრისას და შეჭრის შემდეგაც იენს სტოლტენბერგი მუდმივად ახსენებდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს. NATO-ს პასუხში, რომელიც გაიგზავნა მოსკოვში „უსაფრთხოების გარანტიებზე მოთხოვნის“ საპასუხოდ ასევე იყო საუბარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გასვლის შესახებ.

უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, შეჭრისას და შეჭრის შემდეგაც იენს სტოლტენბერგი მუდმივად ახსენებდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს. NATO-ს პასუხში, რომელიც გაიგზავნა მოსკოვში „უსაფრთხოების გარანტიებზე მოთხოვნის“ საპასუხოდ ასევე იყო საუბარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გასვლის შესახებ

სამწუხაროდ, ამავე დროს საქართველოს პირველი პირები არ აძლიერებდნენ ამ გზავნილს, არ იყენებდნენ მათ ხელთ არსებულ ყველა ტრიბუნას, ხოლო იმის მოთხოვნა, რომ სტოლტენბერგი საქართველოს მთავრობაზე უფრო მეტად ქართველი იყოს, დამეთანხმებით, რომ უადგილოა.

რა თქმა უნდა, საქართველომ საკუთარი ტკივილის შესახებ გაცილებით მეტად უნდა ილაპარაკოს. არგაღიზიანების პოლიტიკა, რომელიც გარდა იმისა, რომ უბრალოდ სამარცხვინოა, ყოვლად უშედეგოა - ოკუპაციის ხაზზე ადამიანების მკვლელობები, გატაცებები გრძელდება, მცოცავი ოკუპაციის შედეგად სულ უფრო და უფრო მეტი ტერიტორია ხდება მიტაცებული, ხოლო მიმდებარე სოფლებში მოსახლეობა მუდმივ ტერორში ცხოვრობს.

საქართველომ საკუთარი ტკივილის შესახებ გაცილებით მეტად უნდა ილაპარაკოს. არგაღიზიანების პოლიტიკა, რომელიც გარდა იმისა, რომ უბრალოდ სამარცხვინოა, ყოვლად უშედეგოა

ყოველივე ეს მიუთითებს არსებული პოლიტიკის არაეფექტიანობაზე. ბოლოს, ერთადერთი წარმატება, რაც მახსენდება, იყო სოფელ ჩორჩანასთან საგუშაგოს მოწყობა, რაც სწორედაც რომ არგაღიზიანების პოლიტიკიდან პრევენციის პოლიტიკაზე გადასვლა იყო - მაგრამ ეს წარმატებაც, სამწუხაროდ, ხანმოკლე აღმოჩნდა.

კიდევ ერთი ძალიან დიდი პრობლემა არის ოკუპაციის ხაზს იქით მაცხოვრებელი ადამიანების ინტეგრაცია, რაც ასევე გართულებულია მეხსიერებისა და ინტეგრაციის პოლიტიკის გაუმართაობასთან. არსებული პროგრამები არაეფექტურია მუდმივ რუსულ პროპაგანდასთან შედარებით და ესეც, აუცილებლად, უნდა გადაიხედოს.

- რადგან ჰააგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ 38 ქვეყნის სარჩელი ვახსენე. არსებობს თუ არა შანსები, რომ ჰააგის სასამართლომ პრეზიდენტ პუტინისა და მისი გარემოცვის გამო სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს და არსებობს თუ არა მათი აღსრულების მექანიზმები?

- სარჩელი არის ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლური ნაბიჯი, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ისტორიისთვის.

ამ კონკრეტულ მომენტში, სამწუხაროდ, ის ვერ ითამაშებს გადამწყვეტ როლს უკრაინაში რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად ან შესაჩერებლად.

ასევე ძალიან პრობლემურია აღსრულების მექანიზმები - სანამ რუსეთში ძალაუფლება კრემლის მოქმედი ხელისუფლების ხელშია, მისი აღსრულება შეუძლებელია.

- საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის დაჩქარებული წესით მისაღებად განაცხადის შეტანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

როცა ასეთი მოთხოვნით მიმართეს ევროპელ კოლეგებს საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა, გვახსოვს მმართველი გუნდის წარმომადგენლების კომენტარები.

ისიც გვახსოვს, რომ ეს რომ აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებისაგან მოითხოვეს, მმართველი გუნდის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ჯერ ამის დრო არ იყო, რომ ამას „ქართული ოცნება“ 2024 წელს გააკეთებდა.

გასაგებია, რომ ახლა აღარც იმას აქვს მნიშვნელობა მანამდე რას აცხადებდა ირაკლი კობახიძე, მაგრამ წარმოუდგენელია ჩვენს ევროპელ პარტნიორებს არ ახსოვდეთ ის, თუ როგორ გამოვიდა მიშელის დოკუმენტიდან „ქართული ოცნება“, თუ როგორ ვერ მოიცალა ევროპარლამენტარებთან შესახვედრად პარლამენტის თავმჯდომარემ პაპუაშვილმა. აღარაფერს ვამბობ ევროპელი პარტნიორების მისამართით პრემიერ ღარიბაშვილის გაუგებარ განცხადებებზე.

რატომღაც მაინც მგონია, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები ყველაფერ ამას არ გაგვიხსენებენ და ჩვენც მოგვანიჭებენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

გასაგებია, რომ 2-3 წელი პარლამენტს, ხელისუფლებას და ოპოზიციას მუხლჩაუხრელი შრომა მოუწევს, მაგრამ გაქვთ იმის განცდა, რომ 2024 წლის არჩევნებამდე დარჩენილ დროში მმართველი გუნდი დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად შეეცდება ევროპის მიერ ჩვენთვის მოცემული საშინაო დავალების შესასრულებლად კონკრეტული ნაბიჯები გადადგას და ამ მიმართულებით თანმიმდევრული იყოს?

- ჩვენ კარგად უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან კანდიდატის სტატუსი და გაწევრიანება. გაწევრიანება უახლოეს პერიოდში რთულად წარმოსადგენია - საქართველოს სრულიად მოუმზადებელია ამისთვის - ინსტიტუციურად, დემოკრატიის ხარისხით, იმ ყველაფრის შესრულება, რაც გასაკეთებელია, ორ წელიწადში თითქმის შეუძლებელია და გმირულ, საოცარ და არნახულ მენეჯმენტს მოითხოვს.

ჩვენი ხელისუფლების პირობებში, იმის დაჯერება რომ ეს შესაძლებელია, გადაჭარბებულ და ირაციონალურ ოპტიმიზმს მოითხოვს. ამავე დროს, კანდიდატის სტატუსი იქნება საქართველოს ევროპული მომავლის აღიარება - ეს მოგვცემს წვდომას დამატებით ფინანსურ რესურსებზე და მოგვეხმარება საქართველოსა და ევროპული სივრცის სინქრონიზაციაში.

ჩვენი ხელისუფლების პირობებში, იმის დაჯერება რომ ეს შესაძლებელია, გადაჭარბებულ და ირაციონალურ ოპტიმიზმს მოითხოვს. ამავე დროს, კანდიდატის სტატუსი იქნება საქართველოს ევროპული მომავლის აღიარება - ეს მოგვცემს წვდომას დამატებით ფინანსურ რესურსებზე და მოგვეხმარება საქართველოსა და ევროპული სივრცის სინქრონიზაციაში

ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სათანადოდ შევასრულოთ არსებული „საშინაო დავალებები“ - უპირველეს ყოვლისა, მიშელის ხელშეკრულება, რომელიც ევროკავშირის გარდა, NATO-ს კომუნიკეშიც არის ნახსენები და სრულიად გადავიაზროთ, მე ვიტყოდი - თავიდან შევქმნათ - სასამართლო სისტემა, რომელიც საქართველოს ყველაზე სუსტი წერტილია უკვე ათწლეულების განმავლობაში.

ეს რეფორმები, გარდა იმისა, რომ ემსახურება ევროკავშირში გაწევრიანებას, აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის თუნდაც იმიტომ, თუ ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ ნორმალურ ქვეყანაში.

- საქმეში ჩახედული ადამიანები, ვინც წლებია ევროპულ სტრუქტურებთან აქტიურად თანამშრომლობს, მათი განმარტებით, უპირველესად საჭირო იქნება ჩვენი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა, სასამართლოში იმ სცენარით რეფორმების გატარება, რა რეკომენდაციებიც მათ ჩვენთვის აქვთ მოცემული. ასევე საუბარია საარჩევნო კანონმდებლობის კიდევ უფრო დახვეწაზე და ასე შემდეგ.

გაქვთ მოლოდინი, რომ მმართველი გუნდი განახორციელებს ფუნდამენტურ სასამართლო რეფორმას სამართლიანი სასამართლო სისტემის შესაქმნელად, შექმნის ყველა საჭირო პირობას და გააჩენს სათანადო ნდობას უახლოესი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩასატარებლად, უზრუნველყოფს პოლიტიკური პროცესის მონაწილე ყველა სუბიექტის - მოქალაქეების, ოპოზიციის, მედიის, საჯარო მოხელეებისა და ინსტიტუტების სრულად გათავისუფლებას ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერი სახის ზეწოლისგან.?

- ეს ყველაფერი აუცილებელია არამარტო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, არამედ იმისთვის, რომ ჩვენ ვიცხოვროთ ნორმალურ სახელმწიფოში. ეს პრობლემები, ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად, საბჭოთა კავშირშიც იყო, 90-იანებშიც, და დღესაც.

თუ ჩვენი ამოცანაა ისეთ სახელმწიფოში ვიცხოვოროთ, რომელშიც ხალხი გასაქცევად არ ემზადება, თუ ჩვენ გვინდა ეკონომიკური განვითარება და თუ ჩვენ, როგორც ერს, გვინდა გადარჩენა, მაშინ ყველა ეს რეფორმა გასატარებელია და რაც შეიძლება მალე.

ერთადერთი გამოსავალი არის მუდმივი წნეხი და საზოგადოების ერთიანობა - ჩვენ ერთად უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება დათმოს ძალაუფლების ჭარბი ბერკეტები, გაათავისუფლოს პოლიტიკური წნეხისგან ინსტიტუტები და მოგვცეს ნორმალური განვითარების შესაძლებლობა.

ერთადერთი გამოსავალი არის მუდმივი წნეხი და საზოგადოების ერთიანობა - ჩვენ ერთად უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება დათმოს ძალაუფლების ჭარბი ბერკეტები, გაათავისუფლოს პოლიტიკური წნეხისგან ინსტიტუტები და მოგვცეს ნორმალური განვითარების შესაძლებლობა

- ვხედავთ, რომ იმ კრიტიკულ ვითარებაში, რომელიც ახლაა შექმნილი მსოფლიოში, იმათგან ვინც ქვეყანას წარმოადგენს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყველაზე ადეკვატური და თანმიმდევრულია.

ვნახეთ თუ როგორ ლობირებდა იგი ევროპაში საქართველოს ევროსტრუქტურებში. სულ ცოტა ხნის წინ მისი ინიციატივა ბევრს ეროვნულ თანხმობაზე არარეალისტურადაც კი მიაჩნდა.

სხვათა შორის, პოლიტიკურ ძალებს შორის თანხმობის ინიციატივა პრეზიდენტ ზურაბიშვილს დაუწუნა. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ჩვენი პრობლემა „თანხმობის“ მიღწევა კი არაა, არამედ „ნაციონალების“ დასრულება და პოლიტიკაში ახალი ხალხის მოსვლაო.

ისეთი პირი უჩანს, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე ჩვენთვის ყველაზე აქტუალური იქნება გამოწვევების წინაშე არსებული საზოგადოების კონსოლიდაცია. რამდენად არსებობს შანსი იმისა, რომ იმ გამოწვევების ფონზე, რაც ქვეყანას უკრაინაში განვითარებული პროცესების გამო აქვს, პოლიტიკური ძალები შეძლებენ პარტიული ინტერესების გვერდზე გადადებას და ძალისხმევის საერთოეროვნული საკითხებზე კონცენტრირებას?

- საქართველოს საგარეოპოლიტიკური არჩევანი, ჩვენი ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები ბოლო პერიოდში ეროვნული კონსენსუსის საგანია, რასაც ყველა შესაძლო კვლევა ადასტურებს.

ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის, რომელსაც აქვს ამბიცია იყოს არჩეული, ეროვნული თანხმობის წინააღმდეგ წამოსვლა ელექტორალური სუიციდია. ცხადია, სერგო ორჯონიკიძის და შულავრის კომიტეტის მემკვიდრეები ყველა ქვეყანაში არიან, მაგრამ ცალსახად ანტიქართული და პრორუსული განწყობების ღია დემონსტრირება პოლიტიკოსისთვის ელექტორალური სუიციდია.

გაცილებით უფრო სახიფათოა ეროვნულობას შეფარებული ანტიდასავლური კომენტარები, რომელიც ეროვნულ ფასეულობებს ამოფარებულად ცდილობს სახეცვლილი რუსული პროპაგანდა გაავრცელოს - არა ის, რომ „რუსეთი ძლიერია“, არამედ ის, რომ „დასავლეთი სუსტია“, არა ის, რომ „რუსეთი მაგარია“, არამედ ის, რომ „დასავლეთიც მთლად ისეთი მაგარი არაა, როგორც გგონიათ“.

ეს ნაცადი და ცნობილი პროპაგანდისტული ხრიკია, რომლის მიზანია ეჭვის ჩანერგვა და შემდეგ ამ ეჭვის მეშვეობით პროპაგანდისტული გზავნილის გაღრმავება - ეს გავს მოწამლულ ისარს, რომელსაც თითქოს ამოაძრობ, მაგრამ ნელ-ნელა გწამლავს.

როდესაც უკრაინამ გააკეთა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, უკრაინის გმირულმა ბრძოლამ და პრეზიდენტ ზელენსკის გენიალურმა კომუნიკაციამ, ხოლო მეორე მხარეს საქართველოს მმართველი ძალისა და პრემიერ-მინისტრის გაუგებარმა, დაბნეულმა განცხადებებმა გამოიწვია საზოგადოების არნახული მობილიზება.

როდესაც პრემიერ-მინისტრმა საბოლოოდ მოაწერა ხელი ევროკავშირში გაწევრიანების წერილზე, მას იმწუთასვე მხარი დაუჭირა ნიკა მელიამ და გიორგი გახარიამ, რამდენიმე საათით ადრე ასევე გამოქვეყნდა ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების წერილი და არასამთავრობო სექტორის მოწოდება - ე.ი. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედგა ეროვნული თანხმობა.

როდესაც პრემიერ-მინისტრმა საბოლოოდ მოაწერა ხელი ევროკავშირში გაწევრიანების წერილზე, მას იმწუთასვე მხარი დაუჭირა ნიკა მელიამ და გიორგი გახარიამ, რამდენიმე საათით ადრე ასევე გამოქვეყნდა ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების წერილი და არასამთავრობო სექტორის მოწოდება - ე.ი. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედგა ეროვნული თანხმობა

ყველაზე დიდი გამოწვევა აქ უკვე არის მმართველი პარტიის მზადყოფნა, გამოიჩინოს პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე და დათმოს ის ჭარბი, უკონტროლო ძალაუფლება, რომელიც მას ახლა გააჩნია.

„ძალაუფლება რყვნის, აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად“ - ეს გამოთქმა მართალია, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში აბსოლუტური ძალაუფლება არამარტო რყვნის, არამედ ანადგურებს ჩვენი ქვეყნის მომავალს.

რაც შეეხება თქვენ კითხვას ახალგაზრდებთან დაკავშირებით - კი, კი და კიდევ ერთხელ კი. საქართველოს არა უბრალოდ ახალგაზრდები სჭირდება - ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური კლასის სრული, ტოტალური განახლება. ჩვენ გვჭირდება ადამიანები ახალი ხედვებით და ახალი პასუხებით, ადამიანები პოლიტიკური ტვირთის, პოლიტიკური ვალების გარეშე.

ადამიანები, რომლებიც არიან იდეალისტები და რომლებიც მოახერხებენ ბოლომდე მიიყვანონ ჩვენი ქვეყნის მთავარი ეროვნული ამოცანები - დავასრულოთ საქართველოს რუსული ოკუპაცია და დავუბრუნდეთ დასავლური ერების ოჯახს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ