ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მოქალაქეებს - რადიაციამ არ იცის, სად არის რუსეთის საზღვრები

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს და პროტესტის გამოსახატად ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს.

„რუსო ხალხო, მინდა მოგმართოთ. 1986 წელს ჩვენ ერთად ვიბრძოდით ჩერნობილის კატასტროფის შედეგებთან. უნდა გახსოვდეთ მსხვერპლი და თუ არ დაგვიწყებიათ, მაშინ ნუ გაჩუმდებით. თქვენ უნდა უთხრათ თქვენს ხელისუფლებას, გამოხვიდეთ ქუჩაში და თქვათ, რომ გსურთ ცხოვრება დედამიწაზე რადიოაქტიური დაბინძურების გარეშე. რადიაციამ არ იცის, სად არის რუსეთის საზღვარი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მან უკრაინელებსაც მიმართა და უთხრა, რომ გადაურჩენ ღამეს, რომელსაც შეეძლო უკრაინისა და ევროპის ისტორია შეეჩერებინა.

„უკრაინელებო, ჩვენ გადავურჩით ღამეს, რომელსაც შეეძლო უკრაინისა და ევროპის ისტორია შეეჩერებინა. რუსეთის ჯარი თავს დაესხა ევროპაში ყველაზე დიდ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. მხოლოდ ეს სადგური უდრის ექვს ჩერნობილს. რუსმა ტანკისტებმა იცოდნენ, რას ბომბავდნენ. ეს არის უპრეცედენტო დონის ტერორი. უკრაინაში 15 ბირთვული ბლოკია და როგორც ჩანს, რუს სამხედროებს ჩერნობილის გლობალური ტრაგედია აღარ ახსოვთ,”- განაცხადა ზელენსკიმ.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ