ლევან დავითაშვილის განცხადებით, რძის პროდუქტებზე ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით რუსეთს 2020 წელს ქართულმა კერძო კომპანიებმა მიმართეს და მას შემდეგ ამ საკითხზე კომუნიკაცია არ შემდგარა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ცხოველური წარმოშობის სასურსათო პროდუქტებზე ბაზრის გახსნის საკითხზე საქართველოდან კერძო კომპანიებმა რუსეთს განაცხადით 2020 წელს მიმართეს და მას შემდეგ ამ საკითხზე კომუნიკაცია არ შემდგარა.

როგორც დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, აღნიშნულ საკითხზე 2020 წლის შემდეგ, მითუმეტეს ომის პირობებში, საქართველოს რუსეთისთვის აღარ მიუმართავს.

„მკაფიოდ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მხრიდან რამდენიმე კომპანიიდან რუსეთში განცხადება გაგზავნილი იყო 2020 წელს, მას შემდეგ ეს კომუნიკაცია არ ყოფილა. აჟიოტაჟი, რაც საზოგადოებაში წარმოიშვა, ინფორმაციის ნაკლებობის გამოა. მითუმეტეს ომის პირობებში, საქართველოს ამ საკითხზე დამატებით არ მიუმართავს. ამ საკითხზე მიმართვა იყო კერძო კომპანიების მხრიდან, რომ მათ ახალ ბაზარზე გასვლა აინტერესებდათ. ცხოველური წარმოშობის სასურსათო პროდუქტებს სპეციალური რეგულაციები აქვს, ანუ კონკრეტულ საწარმოებს აღიარება სჭირდება შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოს მხრიდან“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კითხვაზე იმის შესახებ, რომ „ამერიკაში მყოფი რუსი ექსპერტი ამბობს, რომ კრემლსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის შეხვედრა შედგა, რათა საქართველო რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში დაეხმაროს“, მინისტრი ამბობს, რომ ეს „უაზრო სპეკულაციაა“.

„საერთოდ არ ვიცი, წარმოუდგენელ რაღაცას ჰყვება ვიღაც ადამიანი, არ ვიცი რა ეროვნების, ვისი მოქალაქეა და საერთოდ რას საუბრობს. პირველად გავიგე მისი სახელი და გვარიც, თავად განმარტოს და საზოგადოებას კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდოს, თუ რამე აქვს. თუმცა, ეს ისევ სტანდარტული უაზრო სპეკულაციებია, რომელიც ძალიან ბევრია ამ მგრძნობიარე პერიოდში“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში