საქართველოს მედიატორთა ასოციაცია - დღითიდღე იზრდება სანდოობა და საზოგადოების ინტერესი მედიატორის პროფესიის მიმართ

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ განცხადებით, დღითიდღე იზრდება სანდოობა და საზოგადოების ინტერესი მედიატორის პროფესიის მიმართ.

ამასთან, როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, იზრდება მოთხოვნა დაინტერესებულ პირთა მხრიდან.

„მედიაცია როგორც სამართლებრივი დავების ეფექტიანი გადაწყვეტის მექანიზმი, უფრო და უფრო მაღალი ინტერესის და მოხმარების სფერო ხდება საქართველოში. დღეისათვის მედიაცია წარმოადგენს ყველაზე სწრაფად განვითარებად დავის გადაწყვეტის საშუალებას მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც.

"საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ სხვადასხვა აქტივობით ახორციელებს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას მედიაციის თაობაზე და ხელს უწყობს მათ ინფორმირებას მედიაციის არსის, მიზნების, მნიშვნელობისა და სხვა დადებითი ასპექტების შესახებ. ასოციაციის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების საფუძველზე, ასოციაციამ უმოკლეს ვადაში მოახერხა ცნობიერების ამაღლება და ნდობის მოპოვება საზოგადოებაში. რამაც განაპირობა და დღის წესრიგში დააყენა ახალი სასამართლო მედიაციის ცენტრების გახსნა, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებისათვის მედიაციის ინსტიტუტის ხელმისაწვდომობას

კიდევ უფრო მეტ სასამართლოში. „საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ“ სასამართლო ხელისუფლების მხარდაჭერით გახსნა ახალი სასამართლო მედიაციის ცენტრების თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ბოლნისის რაიონული სასამართლოში.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" თავმჯდომარის ირაკლი ყანდაშვილის განცხადებით, რეგიონულ ჭრილში გადადგმული მედიაციის დანერგვის მიმართულებით ეფექტიანი ნაბიჯები უზრუნველყოფს მედიაციის ინსტიტუტის კიდევ უფრო განვითარებას ქვეყანაში”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა