საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჟიული შარტავას 78 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს ეროვნული გმირის, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, პარლამენტის ყოფილი წევრის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, ჟიული შარტავას დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა - 7 მარტს ჟიული შარტავას 78 წელი შეუსრულდებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟიული შარტავას სახელობის ინფორმაციული ტექნოლოგიების ლაბორატორიულ კომპლექსში გაიმართა, ესწრებოდნენ რექტორი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუმრები: ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, ჟიული შარტავას მეგობრები და თანამებრძოლები.

ამასთან, ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა, თამარ ლომინაძემ გახსნა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ, ჟიული შარტავას ტექნიკურ უნივერსიტეტში გატარებულ წლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული გმირის სახელს უნივერსიტეტის ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიული კომპლექსი ატარებს.

„ძალიან რთულია ემოციების გარეშე ისაუბრო ადამიანზე, რომელმაც თავისი ცხოვრების ერთი, მნიშვნელოვანი ეტაპი განვლო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კედლებში და დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული გმირი გახდა. ჟიული შატრავას ცხოვრება არის მაგალითი იმისა, როგორი უნდა გიყვარდეს სამშობლო, როგორ უნდა ემსახურო სამშობლოს და როგორი უნდა იყოს პატრიოტი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს 100 წლის საიუბილეო ღონისძიებათა ფარგლებში დაგეგმილი აქვს არაერთი ღონისძიება, რომელიც ჟიული შარტავას სახელის უკვდავებას ეძღვნება“, - განაცხადა პროფესორმა, დავით გურგენიძემ.

ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, ჯემალ გამახარიამ და კარლო კოპალიანმა ჟიული შარტავას ღვაწლსა და გმირობაზე ისაუბრეს.

„მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნა ფილმი - „მწვერვალი - ჟიული შარტავა“. აღსანიშნავია, რომ სწორედ საქართველოს უნივერსიტეტის ინიციატივით ჩატარდა ეროვნული ალპინიადა, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლები და სტუდენტები, საქართველოს მთამსვლელთა ფედერაცია და თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა - პარტნიორობის მომზადებისა და განათლების ცენტრი. ექსპედიციის წევრებმა ხდის ხეობაში აღმოსავლეთ კავკასიონზე, ყვიბიშის მყინვართან მდებარე ერთ-ერთი უსახელო მწვერვალი დალაშქრეს. მწვერვალის სიმაღლე ზღვის დონიდან დაახლოებით 3800 მეტრს აღწევს და მას საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელი უწოდეს.

წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, როგორც სტუ-ის სენატის სპიკერმა ჯემალ გახოკიძემ განაცხადა, ჟიული შარტავას სახელის უკვდავსაყოფად დაგეგმილი ღონისძიებების პარალელურად გამოიცემა წიგნი „ქართული სახელმწიფოს მშენებლობა აფხაზებთან და ოსებთან ერთად“, - ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა