ფრიდონ ინჯია - ხომ არ დადგა დრო, როგორც ეს გააკეთა თურქეთმა და სხვა ქვეყნებმა, მათ შორის, ჩინეთმა, Мир-ის სისტემას შევუერთდეთ?!

თუ ჩვენ დროზე არ მივიღეთ ზომები, შეიძლება ხორბლის, საწვავის გარეშე დავრჩეთ. ხომ არ დადგა დრო, როგორც ეს გააკეთა თურქეთმა და სხვა ქვეყნებმა, მათ შორის, ჩინეთმა, Мир-ის სისტემას შევუერთდეთ?! - ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა ფრიდონ ინჯიამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხორბლის, ნავთობისა და საქართველო რუსეთიდან გადმორიცხვების გარეშე რომ არ დარჩეს, მოლაპარაკების დაწყების დროა.

„ბოლო პერიოდია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ოცნებას“ შორის ბიუროს სხდომაზე პაექრობა მიდის. „ოცნება“ სულ თავდაცვის რეჟიმშია და თავს იმართლებს. მგონი, დროა დამთავრდეს და ყველას თავისი ადგილი მიეჩინოს. ვფიქრობდი, ეს ქიზიყელი კაცი, ჩვენი თავმჯდომარე, უფრო მკაცრი იქნებოდა, არ ვიცი რატომ ხდება ასე. ჩაქუჩი კარგი გაქვთ თქვენ, ან დროზე უნდა დაარტყათ ან გადადოთ გვერდით. რაც შეეხება უშუალოდ საკითხს, ჩვენ შევიტანეთ განაცხადი, დაჩქარებული წესით ევროკავშირში მიღებასთან დაკავშირებით. ეს არ არის ადვილი საკითხი. ერთი კვირით ადრე გკითხეთ, ხომ არ დადგა დრო, განცხადების გარდა შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც დაგეგმავს რა უნდა გაკეთდეს დამატებით იმისთვის, რომ ჩვენ ღირსეულად განვამტკიცოთ ჩვენი განცხადება. პირველ რიგში, რაც არ უნდა დაჩქარებული წესით იყო, ეს პერიოდი უკვე გავიდა. უკრაინას მძიმედ აქვს საქმე. მინსკის ხელშეკრულებაზე იმათ ხელი რომ მოეწერათ, სხვანაირად იქნებოდა. ახლა უკვე შეიცვალა, ორი რეგიონი აღიარებულია და დანარჩენი დაშლის პირასაა. სულ სხვა მდგომარეობაა. ამიტომ იმისთვის, რომ ის ჩვენი განაცხადი იყოს გამაგრებული, გვჭირდება, რომ ქვეყანა ფეხზე დადგეს და მშპ ერთ სულ მოსახლეზე 5 ათასამდეც რომ არაა, აიწიოს.

თუ ჩვენ დროზე არ მივიღეთ ზომები, შეიძლება ხორბლის, საწვავის გარეშე დავრჩეთ. აქედან გამომდინარე, ხომ არ დადგა დრო, რომ როგორც ეს გააკეთა თურქეთმა და სხვა ქვეყნებმა, მათ შორის, ჩინეთმა, Мир-ის სისტემას შევუერთდეთ?! ამით ის გადარიცხვები, რაც იყო, რუსული მანეთი თუ ის 32-34 მლნ დოლარი, რომელსაც ქართველები საქართველოში რიცხავდნენ, რაღაცნაირად დაკომპენსირდეს. ჩვენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის წინააღმდეგ ვაძლევთ ხმას, თუმცა, ეს არის ბიზნესი და ის გადარიცხვები, რაც იქიდან მოდის რომ შევინარჩუნოთ, ხორბალი, ოქროს ფასი რომ არ დაგვიჯდეს, ასევე, ნავთობი, რომლის 40% რუსეთიდან მოდის, გვქონდეს, გადავიდეთ და დავიწყოთ მოლაპარაკება, ფეხზე რომ დავდგეთ და ჩვენი ჭკუითა და გაგებით მოგება რომ მივიღოთ. ეს არის სასიცოცხლო მნიშვნელობის. თუ ეს ნაბიჯები არ გადაიდგა, შეიძლება ბევრი რამის გარეშე დავრჩეთ და ის თანხები, რაც რუსეთისგან მოდიოდა, გარეთ დარჩეს, ვერ მივიღოთ", - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა