მეუფე დიმიტრი პუტინზე - გამოჩნდა ერთი ბოროტმოქმედი მმართველი, რომელიც კაცობრიობას ბირთვული იარაღით ემუქრება - მას ქრისტიანულ ფასეულობებთან საერთო არაფერი აქვს

გამოჩნდა ერთი ბოროტმოქმედი მმართველი, რომელიც კაცობრიობას ბირთვული იარაღის ჟღარუნით ემუქრება და თავის თავს ქრისტიანად მიიჩნევს, - ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ განაცხადა.

როგორც მეუფე დიმიტრიმ ქადაგებისას აღნიშნა, ვლადიმერ პუტინს ქრისტიანულ ფასეულობებთან არაფერი აქვს და იგი ემუქრება ჩვენს შვილებს.

„ყველა თვალს ვადევნებთ, რა ხდება ჩვენს სამეზობლოში. შეძრწუნებული ვართ იმ ბოროტებით, რაც ხდება უკრაინაში და თანავუგრძნობ ამ მეტად მედგარ, მტკიცე ნებისყოფის ხალხს. ღმერთმა მისცეს მათ სიმხნევე და სიმტკიცე.

გამოჩნდა ერთი ბოროტმოქმედი მმართველი, რომელიც მთელ კაცობრიობას ბირთვული იარაღის ჟღარუნით ემუქრება და თავის თავს ის მიიჩნევს ქრისტიანად. მე ვიტყოდი, რომ მას ქრისტიანულ ფასეულობებთან საერთო არაფერი აქვს.

როცა ის გარკვეული სიამოვნებით მთელ მსოფლიოს უცხადებს და ეუბნება, რომ თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებთ, თუ ბირთვულ იარაღს გამოვიყენებო, იმას არაფერი აქვს ქრისტიანობასთან საერთო, რადგან ის ემუქრება ჩვენს ქვეყანას, ის ემუქრება შენს ქვეყანას, ის ემუქრება ჩვენს შვილებს, თქვენს შვილებს და კაცობრიობას, თავისთავად.

ჩვენ ვხედავთ, როგორ ნადგურდება და ინგრევა ყველაფერი, იხოცებიან ქალები, ბავშვები და კაცები… ზოგიერთ ჩემს თანაკურსელს რუსეთში გავუგზავნე ასეთი შეტყობინება, მღვდელმთავრებს, რომ თქვენ უნდა შეაჩეროთ ეს ბოროტმოქმედი და ამხილოთ, რადგან ის დაბომბავს რუსეთს. უკიდურეს შემთხვევაში, მე თქვენთან გამიჭირდება ურთიერთობა. სამწუხაროდ, არანაირი პასუხი მათგან არ არის.

მე მაქვს ყოველდღიური ურთიერთობა უკრაინაში მეგობრებთან, ახლობლებთან და თვალცრემლიანი ვემშვიდობებით ერთმანეთს. განადგურებულია ზოგიერთი ეპარქია და ძალიან გულნატკენი არიან რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული ეპარქიები, რადგან მათმა პატრიარქმა გაამართლა ბოროტმოქმედება და უწოდა რუსეთის ინტერესების დაცვა”, - აღნიშნა მეუფე დიმიტრიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა