პარლამენტის კულტურის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებულ საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნას

პარლამენტის კულტურის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებულ საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნას.

კომიტეტის წევრებმა საკითხს კენჭი ისე უყარეს და სხდომა ისე დაასრულეს, რომ პეტიციის ავტორ საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობა არ მიეცათ. კომიტეტის გადაწყვეტილებას უკმაყოფილება მოჰყვა იურისტ სულხან სალაძის მხრიდან, რომელმაც კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება არასწორია.

კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის განცხადებით, პარლამენტის მხრიდან გაგზავნილ წერილზე კულტურის სამინისტროს პასუხი მკაფიოა და ამ საკითხზე დამატებითი ჯგუფის შექმნა მიზანშეწონილი არ არის.

„კულტურის სამინისტრომ მოგვაწოდა მკაფიო პოზიცია კომიტეტის მიერ გაგზავნილ პირველ პეტიციაზე, სადაც დეტალურადაა აღწერილი ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ჩემი პოზიციაა, რომ პეტიციაში დაკავშირებულ თემებზე შესაძლოა, გამოყენებული იქნას პარლამენტის წევრის შეკითხვა. შესაბამისად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს რეგლამენტის შესაბამისად, ვფიქრობ, არ არის მიზანშეწონილი პეტიციის შესწავლა და თემატურის ჯგუფის შექმნა“,- განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო