დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი - რეალურად პროდუქტების პრობლემა კი არ არის, მიწოდების ჯაჭვშია რიგ შემთხვევაში პრობლემა, რადგან პანიკური შესყიდვა ხდება

რეალურად პროდუქტების პრობლემა კი არ არის, მიწოდების ჯაჭვშია რიგ შემთხვევაში პრობლემა, იმიტომ რომ ხდება პანიკური შესყიდვები, - ამის შესახებ დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პროდუქტების დეფიციტის საშიშროება ქვეყანაში არ დგას და მოსახლეობას მოუწოდა, პანიკური შესყიდვები არ განახორციელონ, რათა დეფიციტი ხელოვნურად არ შეიქმნას.

"პანიკური ფონი არის ძალიან ცუდი, რადგან როდესაც დახლზე კონკრეტულად ვიღაც ერთი ბრენდის ქვეშ რაღაც პროდუქტს იყიდის და მეორე ხედავს, რომ პროდუქტი არ არის, სამწუხაროდ, ხელოვნურად ეს იწვევს პანიკას და შემდეგ უკვე ვრცელდება, თითქოს რაღაც პროდუქტი არ არის. რეალურად პროდუქტების პრობლემა კი არ არის, მიწოდების ჯაჭვში არის რიგ შემთხვევაში პრობლემა, იმიტომ რომ ხდება პანიკური შესყიდვები.

ხაზი მინდა გავუსვა, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობით პროდუქტების შესყიდვა მოხდა, რომელიც გაიგზავნა უკრაინაში ჩვენი მოძმე ერის დასახმარებლად. ამან, რა თქმა უნდა, გაზარდა მოთხოვნა პირველად პროდუქტებზე და ჩვენც ცოდო ვართ, მიწოდების ჯაჭვში გვიჭირს. მათ შორის, რიგი პროდუქტის შემთხვევაში ლოჯისტიკაც გაჭირდა. ზოგი პროდუქტი ლარსზეა გაჭედილი და ახლა ჩვენ თუ პანიკურ შესყიდვებს გავაკეთებთ, რა თქმა უნდა, ხელოვნურად შევქმნით დეფიციტს და თხოვნა მექნება ჩვენს მოსახლეობასთან, რომ არ გააკეთონ პანიკური შესყიდვები და ხელოვნურად არ შექმნან ქვეყანაში დეფიციტი. ეს უფრო მძიმე ვითარებაში ჩაგვაგდებს," - განაცხადა ივა ჭყონიამ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო