თამაზ გაიაშვილი - ჩვენ Мир-ის გადახდის სისტემას ვერ დავამატებდით, არსებობს ბილეთების რეალიზატორი კომპანია NetSky, რომელთანაც გვაქვს ხელშეკრულება - ამ ბილეთების გაყიდვა რომც გვინდოდეს, ვერ გავყიდით

ჩვენ Мир-ის გადახდის სისტემას ვერ დავამატებდით, არსებობს ბილეთების რეალიზატორი კომპანია NetSky, რომელთანაც გვაქვს ხელშეკრულება. ამ ბილეთების გაყიდვა რომც გვინდოდეს ვერ გავყიდით, ვინაიდან ამის საშუალება ქართული ბანკების საშუალებით არ გვაქვს, - ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის” ხელმძღვანელმა თამაზ გაიაშვილმა განაცხადა.

თამაზ გაიაშვილის განმარტებით, მათ კომპანიას ხელშეკრულება ბილეთების რეალიზატორ უკრაინულ კომპანიასთან აქვს გაფორმებული.

„რუსეთში მილიონამდე ქართველი ცხოვრობს. ჩვენ არავითარი საშუალება არავისთვის არ მიგვიცია, ეს ტყუილი ამბავია. ეს არის უკრაინული კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულება გვაქვს და ისინი აკეთებენ ამ რეკლამას. ჩვენ Мир-ს გადახდის სისტემას ვერ დავამატებდით, არსებობს ბილეთების რეალიზატორი კომპანია NetSky, რომელთანაც გვაქვს ხელშეკრულება. ამ ბილეთების გაყიდვა რომც გვინდოდეს ვერ გავყიდით, ვინაიდან ამის საშუალება ქართული ბანკების საშუალებით არ გვაქვს”, - აღნიშნა თამაზ გაიაშვილმა.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლისთვის გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს