დათო მაღრაძის “ბარაქიანი მიწა” ესპანურად ითარგმნა

გამომცემლობა „ენდიმიონმა“ დათო მაღრაძის “ბარაქიანი მიწა” ამაზონის საიტზე განათავსა. წიგნი ფერნანდეს ფრანცეს მაიტემ თარგმნა.

„ბარაქიანი მიწა” ამაზონის საიტზე ფრანგი პოეტის ვერონიკა ბერგენის შემდეგი ანოტაციით არის განთავსებული: „დათო მაღრაძე აერთიანებს რა, პოეტურ სიტყვას მეტაფიზიკურ არტერიასთან, ის მას მრავალშრიან ენობრივ რეგისტრში ატარებს. პოეტი მიმართავს, როგორც ჩვენს შეგრძნებებს, ასევე, ჩვენს ინდივიდუალურ და კოლექტიურ მეხსიერებას. ციტატები ელიოტის „ბერწი მიწიდან“ და მალერის ნაწარმოებიდან „სიმღერა მიწაზე“, გადაფარულია ბერწი მიწის - ბარაქიან მიწად გარდაქმნის პოეტური, პოლიტიკური და კოსმიური იმედით. ამ ტექსტუალური და ეგზისტენციალური ტრანსფორმაციის ბოლოს ბარაქიანი მიწა გადაიშლება, რომელიც ხელახლა შედის ჰარმონიაში სიცოცხლესთან, მატერიის ფორმებთან და სულიერებასთან, წმინდასთან და თავისუფალთან“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო