დმიტრო კულება ლავროვთან შეხვედრაზე - ეს მოლაპარაკებები იყო ორივე: რთულიც და მარტივიც

ეს მოლაპარაკებები იყო ორივე: რთულიც და მარტივიც - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ანტალიაში რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან გამართული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა.

კულებას განმარტებით, მოლაპარაკებები მარტივი იყო, რადგან ლავროვი კვლავაც მის ჩვეულ ნარატივს მიყვებოდა უკრაინასთან დაკავშირებით.

„რთული კი იყო, რადგან მე გავაკეთე მაქსიმუმი იმისთვის, რომ მომენახა დიპლომატიური გამოსავალი ჰუმანიტარული ტრაგედიიდან, რომელიც ვითარდება საბრძოლო მოქმედებების არეალში,“- განაცხადა კულებამ.

მისი ინფორმაციით, მოლაპარაკებები საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს