ზურაბ აბაშიძემ და კონსტანტინე ზარნაძემ თბილისის 47-ე საჯარო სკოლაში უკრაინის მხარდამჭერ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე, გლდანის მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად, თბილისის 47-ე საჯარო სკოლას ეწვია, სადაც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა და უკრაინის მხარდამჭერ კამპანიაში მიიღო მონაწილეობა.

თბილისის საკრებულოს ცნობით, სოლიდარობის კამპანიის - „უკრაინისთვის“ ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებმა საკუთარი ნახატების გამოფენა მოაწყვეს და უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული ტვირთი - პირველადი საჭიროების პროდუქტები და ნივთები შეაგროვეს.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მოსწავლეების მხრიდან უკრაინისადმი სოლიდარობის გამოხატვის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და ყურადღება საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და მისი საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების საკითხებზე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზე გაამახვილა.

„ვამაყობ ჩვენი ახალგაზრდებით, რომლებიც უკრაინელი ხალხისადმი დიდ მხარდაჭერას გამოხატავენ და ასეთ რთულ დროს ჩვენს მეგობარ ერს გვერდში უდგანან. მადლობა მინდა ვუთხრა თბილისის 47-ე საჯარო სკოლის თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელს, რომლებმაც სოლიდარობის კამპანიის ორგანიზებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს.

ყველა ვთანხმდებით, რომ მომავალი თაობებისთვის სწორი ღირებულებებისა და ჯანსაღი შეხედულებების ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს სწორედ სკოლა და მასწავლებელი ასრულებს. მჯერა, საგაკვეთილო პროცესში მსგავსი კამპანიებისა და სხვადასხვა მრავალფეროვანი აქტივობების შეთავაზებით, სკოლები კიდევ უფრო მეტად შეუწყობენ ხელს ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას და მათი ცნობიერების ამაღლებას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის მექანიზმებისა და სტრატეგიული კავშირების გაძლიერების აუცილებლობის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ იცოდეს რომელ მხარეს იდგეს. ისინი ორიენტირებული უნდა იყვნენ ქვეყნის განვითარებაზე და იზრუნონ საქართველოს ევროპულ მომავალზე,“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, თბილისის 47-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაცია კამპანიის დასრულების შემდგომ მოსწავლეების მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთის ბელიაშვილის ქუჩის #5-ში მიტანას უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მისამართზე მისამართზე თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივით ჰუმანიტარული დახმარების მიმღები პუნქტი ფუნქციონირების, სადაც ნებისმიერ ადამიანს, კომპანიასა, თუ ორგანიზაციას პირველადი მოხმარების ნივთებისა და პროდუქტების ადგილზე მიტანით შეუძლია ჰუმანიტარული დახმარების კამპანიაში ჩაერთოს. კამპანიის ფარგლებში მიღებული ტვირთი შეგროვდება და ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით უკრაინაში გაიგზავნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა