ბადრი ჯაფარიძე - ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ისტორიულია - მხოლოდ 3 კაცი არ არის დამნაშავე, ყველა უნდა წარდგეს სასამართლოს წინაშე

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ისტორიულია - ეს ადამიანები ჰააგის სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგნენ და პასუხი აგონ, - ასე აფასებს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ჰააგის სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, აგვისტოს ომის საქმეზე სამი პირის დაკავების ორდერი გამოიცა.

როგორც ჯაფარიძე განმარტავს, ეთნიკური შუღლის გაღვივებასა და ეთნიკური ნიშნით დამცირებაში მხოლოდ 3 პირი არ არის დამნაშავე.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები სასამართლოს წინაშე წარსდგნენ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ამცირებდნენ ქართველებს, ეჭვმიტანილები არიან ადამიანების დამცირებასა და არაადამიანურ მოპყრობაში, წამებასა და მკვლელობაში. ეს ადამიანები უნდა წარდგნენ ჰააგის სასამართლოს წინაშე და პასუხი აგონ იმ დანაშაულების წინაშე, რაც ქართველების მიმართ ჩაიდინეს.

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ისტორიულია. სამწუხაროდ, მხოლოდ სამი კაცი არ არის დამნაშავე ეთნიკური შუღლის გაღვივებასა და ადამიანის ეთნიკური ნიშნით დამცირებაში. ყველა უნდა წარდგეს სასამართლოს წინაშე“,- აღნიშნავს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორმა, კარიმ ხანმა აგვისტოს ომის საქმეზე სამი პირის დაკავების ორდერისთვის განაცხადი შეიტანა.

კარიმ ხანის განცხადებით, აღნიშნული პირები არიან : გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მინძაევი, რომელიც 2005-2008 წლებში „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ადმინისტრაციის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი იყო; გამლეტ გუჩმაზოვი, რომელიც აგვისტოს ომის დროს „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი იყო; დავით სანაკოევი, “სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. „პრეზიდენტის“ დე ფაქტო წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ასევე ცნობილი როგორც „ომბუდსმენი“ აგვისტოს ომის მოვლენების დროს.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს