ოჯახში ძალადობის მსხვერპლს სახელმწიფო სერვისების მიღების შესაძლებლობა სტატუსის მინიჭების გარეშე ექნება

ოჯახში ძალადობის მსხვერპლს სახელმწიფო სერვისების მიღების შესაძლებლობა სტატუსის მინიჭების გარეშე ექნება.ამას “ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებები ითვალისწინებს.

მოქმედი კანონით, მსხვერპლის სტატუსის არსებობა პირდაპირ კავშირშია სახელმწიფო სერვისებით სარგებლობასთან, ხოლო სახელმწიფო თავშესაფრით სარგებლობისთვის მსხვერპლის სტატუსის არსებობა ძირითადი წინაპირობაა - მის გარეშე პირისთვის სახელმწიფო თავშესაფრის სერვისის მიწოდება არ ხდება.

პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა მსხვერპლისთვის მომსახურების მიღების შესაძლებლობას მსხვერპლის სტატუსის აუცილებლობის გარეშე ითვალისწინებს.

გარდა ამისა, კანონში “ოჯახის წევრის“ განმარტება იცვლება. პირთა წრეს “ინტიმური პარტნიორი“ ემატება, რომელიც მოიაზრებს პირებს, რომლებიც რეგისტრირებულ ან არარეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებიან, ერთიან საოჯახო მეურნეობას არ ეწევიან, თუმცა არიან ან იყვნენ ინტიმურ ურთიერთობაში, რაც თავის მხრივ, რომანტიკულ და სქესობრივ ურთიერთობას მოიცავს.

კანონის პროექტის ავტორი და ინიციატორები არიან ‘“ქართული ოცნების“ დეპუტატები: ნინო წილოსანი, ნინო იობაშვილი, ხათუნა კვიციანი, მიხეილ სარჯველაძე, თეონა აქუბარდია, რიმა ბერაძე და რატი იონათამიშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა