უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი დაიწყო

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„მოლაპარაკებები. მეოთხე რაუნდი მშვიდობაზე, ცეცხლის შეწყვეტაზე ჯარების გაყვანასა და უსაფრთხოების გარანტიებზე. რთული საუბარი. რუსეთის ფედერაციამ კი იცის თავისი აგრესიული ქმედებების აბსურდულობა, თუმცა ჯერ კიდევ რჩება ილუზიაში, რომ 19-დღიანი ძალადობა მშვიდობიან ქალაქებზე - სტრატეგიის სწორი არჩევანია“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება